საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყველას სათანადო პატივი ეცით!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | მარტი
    • იყავით გაწონასწორებულები

      6, 7. ადამიანთა უმეტესობისგან განსხვავებით როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები სხვების პატივისცემას?

      6 გაწონასწორებულობაა საჭირო, რომ განსაზღვროთ, როგორ გამოავლინოთ პატივისცემა სხვების მიმართ. სატანის ქვეყნიერების სული დიდ გავლენას ახდენს არასრულყოფილი ადამიანების უმეტესობაზე. ამიტომ ისინი მიდრეკილნი არიან, უბრალო პატივისცემის ნაცვლად გააკერპონ ზოგიერთი ადამიანი. ისინი უზომოდ განადიდებენ რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს, სპორტსმენებს, შოუბიზნესის წარმომადგენლებსა თუ სხვა ეგრეთ წოდებულ ვარსკვლავებს და ხშირ შემთხვევაში აღმერთებენ მათ. შედეგად, ახალგაზრდები თუ უფროსი ასაკის ადამიანები ასეთებს მისაბაძ მაგალითებად მიიჩნევენ და შესაძლოა მათ მანერებში, ჩაცმულობასა და ქცევაში ჰბაძავენ.

      7 ჭეშმარიტ ქრისტიანებს არა აქვთ სხვების პატივისცემისადმი ასეთი დამახინჯებული შეხედულება. იესო ქრისტე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც სრულყოფილ მისაბაძ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ (1 პეტ. 2:21). ღვთის მოწონებას ვერ დავიმსახურებთ, თუ ადამიანებს იმაზე მეტ პატივს მივაგებთ, ვიდრე ეკუთვნით. არ უნდა დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომ. 3:23). აშკარაა, არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს გაკერპებამდე პატივისცემას.

  • ყველას სათანადო პატივი ეცით!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | მარტი
    • 9 ამიტომ მართებულია, რომ იეჰოვას მოწმეები თავიანთ ქვეყანაში მიღებული წესისამებრ ავლენენ პატივისცემას საჯარო მოხელეების მიმართ და ამას ნაძალადევად და უხალისოდ არ აკეთებენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან, როცა ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ. ცხადია, პატივისცემა და მხარდაჭერა არც გონიერების ფარგლებს უნდა სცდებოდეს და არც ბიბლიურ პრინციპებს უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ამან იქამდე არ უნდა მიგვიყვანოს, რომ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოვავლინოთ და ქრისტიანული ნეიტრალიტეტი დავარღვიოთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:13—17).

  • ყველას სათანადო პატივი ეცით!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | მარტი
    • 16. რატომ უნდა შეეცადოთ, უკეთ გაიგოთ და გაითვალისწინოთ ბიბლიის თვალსაზრისი პატივისცემასთან დაკავშირებით?

      16 ცხადია, გარკვეული დრო დაგვჭირდება, რომ გაწონასწორებულები გავხდეთ და ვისწავლოთ, ვის როგორ ვცეთ პატივი. ეს პირველი საუკუნის ქრისტიანების შემთხვევაშიც ასე იყო (საქ. 10:22—26; 3 იოან. 9, 10). თუმცა ნამდვილად ღირს ძალისხმევად პატივისცემასთან დაკავშირებით ბიბლიური მითითებების გათვალისწინება. ამ საკითხისადმი გაწონასწორებულ დამოკიდებულებას კარგი შედეგები მოაქვს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება