საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა მდგომარეობაში გაქვთ ფარისებრი ჯირკვალი?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფუნქციონირება

      ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს T3, RT3 (T3-ის საპირისპირო) და T4 ჰორმონებს.b T3 და RT3 წარმოიქმნება T4 ჰორმონისგან. ეს გარდაქმნა ძირითადად ხდება ფარისებრი ჯირკვლის გარეთ, ორგანიზმის ქსოვილებში. ამგვარად, როდესაც ორგანიზმს სჭირდება მეტი რაოდენობით თირეოიდის ჰორმონი, ფარისებრი ჯირკვალი სისხლში ახდენს T4 ჰორმონის სეკრეციას. ამ დროს T4 ჰორმონი და მისგან წარმოქმნილი სხვა ჰორმონები მთელი ორგანიზმის უჯრედებზე ახდენს გავლენას.

      როგორც გაზის პედალი არეგულირებს მანქანის სიჩქარეს, ისე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს მეტაბოლიზმს — უჯრედებში მიმდინარე ქიმიურ პროცესს, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ენერგია და ახალი ქსოვილი. ამგვარად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ხელს უწყობს ქსოვილის ზომიერ ზრდასა და განახლებას, ნორმალურ გულისცემას, კუნთებში ენერგიისა და სხეულში ტემპერატურის შენარჩუნებას.

      ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აკისრია. მაგალითად, მათი დახმარებით ღვიძლი სისხლს ასუფთავებს ტრიგლიცერიდებისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისგან, რომელსაც ცუდი ქოლესტერინი ეწოდება. ქოლესტერინი ნაღველთან ერთად გადმოდის ღვიძლიდან და ნაღვლის ბუშტში ილექება. მეორე მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის პაწაწინა ჰორმონს შეუძლია გამოიწვიოს სისხლში ცუდი ქოლესტერინის მომატება და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ანუ კარგი ქოლესტერინის შემცირება.

      ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აჩქარებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში კუჭის წვენის გამოყოფას და ორგანოთა კედლებში არსებული კუნთების რიტმულ შეკუმშვა-გაფართოებას (პერისტალტიკა). ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გახშირებული მოქმედება, ხოლო ნაკლებობამ — შეკრულობა.

      რა არეგულირებს ფარისებრ ჯირკვალს?

      ფარისებრი ჯირკვლის რეგულირება ხდება ტვინის იმ ნაწილში, რომელსაც ჰიპოთალამუსი ეწოდება. როდესაც ჰიპოთალამუსი იგრძნობს, რომ საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ის სიგნალს გადასცემს ახლომდებარე ჰიპოფიზს, ტვინის ფუძეზე არსებულ ჯირკვალს. ჰიპოფიზი თავის მხრივ სისხლში უშვებს თიროიდ-მასტიმულირებელ ჰორმონს, რათა შეატყობინოს ფარისებრ ჯირკვალს, რომ ჰორმონები წარმოქმნას.

      ამგვარად, სისხლში თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის გაზომვით, ექიმს შეუძლია დიაგნოზი დასვას, თუ როგორ ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი და როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ჰორმონების რაოდენობა ნორმალური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება თირეოიდული პრობლემები.

  • რა მდგომარეობაში გაქვთ ფარისებრი ჯირკვალი?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • b T3 არის ტრიიოდთირონინი და T4 — თიროქსინი. ციფრები 3 და 4 ჰორმონებში იოდის ატომების რაოდენობაზე მიუთითებს. ფარისებრი ჯირკვალი აგრეთვე გამოიმუშავებს ჰორმონ კალციტონინს, რომელიც სისხლში კალციუმის რაოდენობას არეგულირებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება