-
ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
ჩვენს ბიოლოგიურ საათს არეგულირებს ქიმიური ნივთიერებები, რომელთაგანაც ბევრის „ვინაობა“ უკვე დადგენილია. ამ ნივთიერებებიდან ერთ-ერთია ჰორმონი მელატონინი, რომელიც, როგორც ფიქრობენ, „საძილე საშუალების“ როლს ასრულებს. მელატონინი გამომუშავდება თავის ტვინში. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს ჰორმონი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შენელებას, რაც წინ უსწრებს დაძინებას. მელატონინის გამოყოფის დროს სხეულის ტემპერატურა ეცემა, სისხლით ტვინის მომარაგება კლებულობს და კუნთები თანდათანობით დუნდება.
-
-
ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
ძილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონ ლეპტინს, რომელიც, ჩვეულებრივ, ტვინს დანაყრების შესახებ აცნობებს. როდესაც საჭიროზე მეტხანს გვღვიძავს, ორგანიზმში ნაკლები რაოდენობით ლეპტინი წარმოიქმნება და, შედეგად, ნახშირწყლების მიღების დიდი მოთხოვნილება გვიჩნდება.
-
-
ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
ამასთანავე, მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს ცილა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ძილ-ღვიძილზე. ეს ცილა, რომელსაც უწოდეს ჰიპოკრეტინი, ანუ ორექსინი, წარმოიქმნება ტვინში და ხელს უწყობს ჩვენს მღვიძარე მდგომარეობაში ყოფნას. რა კავშირია ჰიპოკრეტინსა და საკვების მიღებას შორის?
ჭამის დროს ორგანიზმში წარმოიქმნება ჰორმონი ლეპტინი, რომელიც დანაყრების გრძნობას გვიქმნის და აკავებს ჰიპოკრეტინის წარმოქმნის პროცესს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტია ჩვენს ტვინში ლეპტინი, მით უფრო ნაკლებია ჰიპოკრეტინი და, შესაბამისად, ძილიც უფრო ადვილად გვერევა. ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ ზოგ ქვეყანაში სამუშაო დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სიესტა — შუადღის შესვენებისას, სადილის შემდეგ, თანამშრომლები ცოტა ხნით იძინებენ.
-