-
თქვენ საოცრად ხართ შექმნილი!გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
-
-
[ჩარჩო 3 გვერდზე]
გამართული დგომა ენერგიას ზოგავს
გამართული დგომა ენერგიას გვაზოგვინებს, ვინაიდან ვერტიკალურ პოზაში კუნთებს მცირე ძალა ადგებათ. ნევროლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერის ჯონ სკოილსის თქმით, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დახარჯულ ენერგიასთან შედარებით, ფეხზე დგომის დროს ენერგიის მხოლოდ 7 პროცენტს ვხარჯავთ. სკოილსი დასძენს, რომ ძაღლი მწოლიარე მდგომარეობაში დახარჯულ ენერგიასთან შედარებით, ოთხზე დგომისას ენერგიის დაახლოებით 70 პროცენტს ხარჯავს.
-
-
დააფასეთ თქვენი შესაძლებლობებიგამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
-
-
დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები
ადამიანს მრავალმხრივი უნარი აქვს. არც ერთ ცხოველს არა აქვს შესაძლებლობების ისეთი ფართო არეალი, როგორიც ადამიანს. გამართული დგომა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეგვიძლია ამდენი რამის კეთება. გამართული დგომის წყალობით ჩვენი მხედველობის არე ფართოვდება, აგრეთვე მკლავებითა და ხელებით მრავალ საქმეს ვასრულებთ. წარმოიდგინეთ, რამდენი რამის გაკეთებას ვერ შევძლებდით, ოთხზე რომ გვევლო!
-