საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘სიკვდილი მოისპობა’
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ივლისი
    • რომელ სხეულში?

      3. რატომ უარყოფდა ზოგი მკვდრეთით აღდგომას?

      3 ამ კითხვის დასმისას პავლეს შეიძლება განზრახული ჰქონდა, რომ აღმოეფხვრა პლატონის ფილოსოფიის გავლენა. პლატონი ასწავლიდა, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის დროს არ კვდება. ამ იდეებით აღზრდილ ხალხს, რა თქმა უნდა, ქრისტიანული მოძღვრება ზედმეტად ეჩვენებოდა. თუ სული უკვდავია, მაშინ რა აზრი აქვს მკვდრეთით აღდგომას? უფრო მეტიც, თუ ეს ასეა, მკვდრეთით აღდგომის შესახებ იდეა რაღაც უაზრობაა. თუ სხეული მტვრად იქცა, როგორ მოხდება მკვდრეთით აღდგომა? ბიბლიის განმმარტებელი ჰაინრიხ მეიერი ამბობს, რომ კორინთელებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა, შესაძლებელია, დაფუძნებული იყო „ფილოსოფიურ საფუძვლებზე, რომელთა თანახმადაც, სხეულის შემადგენელი კომპონენტების აღდგენა შეუძლებელი იყო“.

      4, 5. ა) რატომ იყო ურწმუნოთა მიერ გამოთქმული აზრი უგუნურება? ბ) განმარტეთ პავლეს მიერ ‘შიშველ მარცვალზე’ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი. გ) როგორ სხეულს აძლევს ღმერთი ცხებულებს?

      4 პავლე ამხელს მათი მსჯელობის უაზრობას: „უგუნურნო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა. და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც იქნება, არამედ შიშველ მარცვალს ხორბლისას ან რომელიმე სხვას. ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს — თითოეულ თესლს თავის სხეულს“ (1 კორინთელთა 15:36–38). ღმერთი არ აპირებდა აღედგინა ის სხეული, რომელიც ადამიანს დედამიწაზე ყოფნის დროს ჰქონდა. პირიქით, ამ დროს მოხდებოდა გარდაქმნა.

      5 პავლე მკვდრეთით აღდგომას თესლის გაღივებას ადარებს. ხორბლის პატარა მარცვალი სულ არ ჰგავს მცენარეს, რომელიც მისგან ვითარდება. „მსოფლიო ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „თესლი გაღივებისას დიდი რაოდენობით შთანთქავს წყალს. წყალი თესლში მრავალ ქიმიურ გარდაქმნას იწვევს. ის იწვევს აგრეთვე თესლის გაჯირჯვებასა და მისი კანის გასკდომას“. ფაქტობრივად, თესლი კვდება, ანუ უკვე თესლი აღარ არის, და მისგან აღმოცენდება მცენარე. „ღმერთი აძლევს მას სხეულს“ იმ გაგებით, რომ მის მიერაა დაფუძნებული მეცნიერული კანონზომიერებები, რომლებიც წარმართავენ მცენარის განვითარებას, და თითოეული თესლი თავისი გვარისდა მიხედვით ღებულობს სხეულს (დაბადება 1:11). მსგავსად ამისა, ცხებული ქრისტიანები, როგორც ადამიანები, ჯერ იხოცებიან, შემდეგ კი დანიშნულ დროს ღმერთი აცოცხლებს მათ სრულიად ახალ სხეულში. როგორც პავლემ უთხრა ფილიპელებს, „[იესო ქრისტე] ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის მსგავსად“ (ფილიპელთა 3:20, 21; 2 კორინთელთა 5:1, 2). მათი მკვდრეთით აღდგენა სულიერ სხეულში ხდება და ისინი სულიერ სამეფოში ცხოვრობენ (1 იოანე 3:2).

      6. რატომ არის გონივრული ვიფიქროთ, რომ ღმერთს შეუძლია სათანადო სულიერი სხეულები მისცეს მკვდრეთით აღდგენილებს?

      6 ძალზე ძნელია ამის დაჯერება? არა. პავლე ამბობს, რომ არსებობს მრავალი ცხოველი, რომელთაც სხვადასხვაგვარი სხეული აქვთ. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს ზეციერ ანგელოზებსა და სისხლისა და ხორცისგან შემდგარ ადამიანებს შორის არსებულ სხვაობას: „არიან სხეულნი ზეციერნი და სხეულნი მიწიერნი“. უსულო ქმნილებებშიც არსებობს საოცრად დიდი სხვაობა. „ვარსკვლავი ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით“, — თქვა პავლემ იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე მეცნიერები აღმოაჩენდნენ ისეთ ციურ სხეულებს, როგორიცაა: მოცისფრო ვარსკვლავები, გიგანტი მოწითალო ვარსკვლავები და თეთრი ჯუჯები. თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველივე ამას, განა გონივრული არ არის ვიფიქროთ, რომ ღმერთს შეუძლია სათანადო სხეული მისცეს მკვდრეთით აღდგენილ ცხებულებს? (1 კორინთელთა 15:39–41, სსგ).

      7. რას ნიშნავს უხრწნელობა? უკვდავება?

      7 შემდეგ პავლე ამბობს: „ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით“ (1 კორინთელთა 15:42). ადამიანის სხეული, სრულყოფილიც კი, ხრწნადია. მას შეიძლება წაართვა სიცოცხლე. მაგალითად, პავლემ თქვა, რომ მკვდრეთით აღდგენილი იესო ‘აღარასოდეს დაუბრუნდებოდა ხრწნილებას’ (საქმეები 13:34). ის აღარასოდეს დაუბრუნდებოდა სიცოცხლეს ხორციელ სხეულში, თუნდაც სრულყოფილშიც კი, რომელიც შეიძლება გაიხრწნას. სხეულები, რომლებსაც ღმერთი მკვდრეთით აღდგენილ ცხებულებს აძლევს, უხრწნელია ანუ მათ ვერ შემუსრავს სიკვდილი და ისინი არ გაიხრწნება. პავლე განაგრძობს: „ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით. ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1 კორინთელთა 15:43, 44). შემდეგ პავლე ამბობს: „ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს“. უკვდავება დაუსრულებელ, შეუწყვეტელ სიცოცხლეს ნიშნავს (1 კორინთელთა 15:53). ამგვარად, მკვდრეთით აღდგენილები ატარებენ ‘ზეციერის ხატებას’, ანუ იესოს ხატებას, რომელმაც შესაძლებელი გახადა მათი მკვდრეთით აღდგომა (1 კორინთელთა 15:45–49).

      8. ა) საიდან ვიცით, რომ მკვდრეთით აღდგენილები იგივე პიროვნებები არიან, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრებისას იყვნენ? ბ) რომელი წინასწარმეტყველებები სრულდება მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით

      8 ამ გარდაქმნის მიუხედავად, მკვდრეთით აღდგენილები ისევ ის პიროვნებები იქნებიან, რომლებიც სიკვდილამდე იყვნენ. ისინი იმავე მეხსიერებითა და დახვეწილი ქრისტიანული თვისებებით აღდგებიან (მალაქია 3:3; გამოცხადება 21:10, 18). ამით ისინი იესო ქრისტეს ჰგვანან. იესო სულიერი ქმნილება იყო და ადამიანად იქცა. შემდეგ ის მოკვდა და სულიერ ქმნილებად აღდგა. მაგრამ „იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს, და უკუნისამდეც“ (ებრაელთა 13:8). რა დიდებული უპირატესობა აქვთ ცხებულებს! პავლე ამბობს: «ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი — უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით.“ „სად არის სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“» (1 კორინთელთა 15:54, 55; ესაია 25:8; ოსია 13:14).

  • ‘სიკვდილი მოისპობა’
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ივლისი
    • 11. ა) საიდან ვიცით, რომ ღმერთი ხელახლა შექმნის ადამიანებს? ბ) როგორი სხეულები ექნებათ დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგენილებს?

      11 ეს ადამიანის ხელახლა შექმნას ნიშნავს. შეუძლებელია? არა, ვინაიდან ფსალმუნის 103:29, 30 გვარწმუნებს, რომ ღვთისთვის ეს შესაძლებელია: „სულს წაართმევ — დაიხოცებიან და თავიანთ მტვერს დაუბრუნდებიან. გაუშვებ შენს სულს — წარმოიქმნებიან“. მიუხედავად იმისა, რომ მკვდრეთით აღდგენილები იგივე პიროვნებები იქნებიან, რომლებიც სიკვდილამდე იყვნენ, აუცილებელი არ არის, რომ იგივე სხეული ჰქონდეთ. ამის შედარება შეიძლება მათთან, ვისაც ღმერთი ზეცაში საცხოვრებლად აღადგენს და ისეთ სხეულს აძლევს, როგორიც სურს. რასაკვირველია, ეს ახალი სხეული ფიზიკურად ჯანმრთელი იქნება და სიკვდილამდელ სხეულთან საკმაო მსგავსება ექნება, ისე რომ საყვარელი პიროვნებები იცნობენ მათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება