-
იყავით იეჰოვას მადლიერი და მიიღეთ კურთხევები!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 იანვარი
-
-
13. რა დაეხმარა შერილს, რომ არ გაბოროტებულიყო საშინელი ტრაგედიის მიუხედავად?
13 ფილიპინებს 2013 წლის მიწურულს დამანგრეველი ტაიფუნი, „ჰაიანი“, დაატყდა თავს. მაშინ 13 წლის შერილმა თითქმის ყველა და ყველაფერი დაკარგა. იგი ამბობს: „აღარც ოჯახი მყავდა და აღარც სახლ-კარი გამაჩნდა“. ტაიფუნის შედეგად, შერილმა დედ-მამა, ძმა და ორი და დაკარგა. რა დაეხმარა მას, რომ საშინელი ტრაგედიის მიუხედავად, არ გაბოროტებულიყო? იგი დღემდე იეჰოვას მადლიერია და ამჩნევს მისგან მომდინარე კურთხევებს. შერილი დასძენს: „მამხნევებდა იმ და-ძმების დანახვა, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სტიქიით დაზარალებულთათვის ნუგეში და შვება მოეგვარათ. ამასთანავე, ნუგეშს ისიც მგვრიდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები და-ძმები ჩემზე ლოცულობდნენ. ვმადლობ იეჰოვას, რომ ჩემი ღმერთია. ის ყოველთვის უზრუნველგვყოფს ყოველივე აუცილებლით“. დიახ, თუ ვამჩნევთ კურთხევებს, ეს დაგვეხმარება, არ გვშთანთქას საწუხარმა. მადლიერი გულის წყალობით, ჩვენ ყოველგვარ სირთულეს დავძლევთ და განსაცდელების მიუხედავად, არ დავკარგავთ სიხარულს (ეფეს. 5:20; წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7).
-