-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2016 | ივნისი
-
-
თუმცა ბაბილონელებს განურჩევლად ყველა არ უნდა დაეხოცათ. იეჰოვა არ დაუშვებდა, რომ მართალი ბოროტთან ერთად განადგურებულიყო. მან სიყვარულით იზრუნა იერუსალიმში მცხოვრები იმ იუდეველების გადარჩენაზე, რომლებიც არ იწყნარებდნენ იქ არსებულ ბოროტებას.
ეზეკიელს არც ადამიანებისთვის ნიშნის დადებასა და არც ბოროტების განადგურებაში მიუღია მონაწილეობა. განაჩენის აღსრულებას ანგელოზები გაუწევდნენ ხელმძღვანელობას. ამ წინასწარმეტყველური ხილვიდან ვიგებთ, თუ რა ხდებოდა კულისებში, სულიერ სამყაროში. იეჰოვას მითითებით ანგელოზებს მხოლოდ ბოროტთა განადგურებისთვის კი არ უნდა ეხელმძღვანელათ, არამედ მართალი ადამიანები გადასარჩენად უნდა გამოეცალკევებინათ.a
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2016 | ივნისი
-
-
იეჰოვამ სელით შემოსილ კაცს უთხრა: „გაიარე ქალაქში . . . და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ადამიანებს, რომლებიც ოხრავენ და კვნესიან მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება“.
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2016 | ივნისი
-
-
a მიუხედავად იმისა, რომ ბარუქს, რომელიც იერემიას მწერალი იყო, ეთიოპ ებედ-მელექსა და რექაბელებს შუბლზე ხილული ნიშანი არავინ დაადო, ისინი განადგურებას გადაურჩნენ (იერ. 35:1—19; 39:15—18; 45:1—5). მათ სიმბოლური ნიშანი დაედოთ გადასარჩენად.
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2016 | ივნისი
-
-
ადრე ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ ამ ხილვის თანამედროვე შესრულების დროს სამელნიანი კაცი ცხებულთა დარჩენილ ნაწილს განასახიერებდა. ვფიქრობდით, რომ ისინი, ვინც ქადაგებას ეხმაურება, დღესვე იღებს ნიშანს გადასარჩენად.
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2016 | ივნისი
-
-
როგორც ეზეკიელის დროს, დღესაც პირდაპირი გაგებით არავის ედება ნიშანი შუბლზე. რის გაკეთება მართებთ ადამიანებს, რომ სიმბოლურად დაედოთ ნიშანი გადასარჩენად? ისინი დადებითად უნდა გამოეხმაურონ ქადაგებას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, უნდა შეიმოსონ ქრისტიანული თვისებებით, თავი მიუძღვნან იეჰოვას და ერთგულად დაუჭირონ მხარი ქრისტეს ძმებს (მათ. 25:35—40). ასე მოქმედნი მოახლოებული დიდი გასაჭირის დროს მიიღებენ ნიშანს გადასარჩენად.
ჩვენს დროში სამელნიან კაცს იესო ქრისტე წარმოადგენს, რომელიც უხილავად დაადებს ნიშანს მათ, ვინც გადარჩება. უამრავი ხალხი დიდი გასაჭირის დროს ცხვრებად აღიარებისას მიიღებს ამ ნიშანს. ამგვარად მათ საშუალება მიეცემათ, დედამიწაზე მარადიულად იცხოვრონ (მათ. 25:34, 46).b
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2016 | ივნისი
-
-
b ერთგულ ცხებულებს არ დაედებათ ეს ნიშანი. მათ საბოლოო ბეჭედი დაესმებათ სიკვდილამდე ან დიდი გასაჭირის დაწყებამდე (გამოცხ. 7:1, 3).
-