საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხატები მათი წარმოშობის ისტორია
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ივლისი
    • თავის წიგნში „რწმენის ეპოქა“, ისტორიკოსი უილ დიურანტი აღწერს, თუ როგორ მოხდა ეს: „სათაყვანო წმინდანების რიცხობრივ ზრდასთან ერთად, საჭირო გახდა მათი ამოცნობა და დამახსოვრება; მრავლად იყო დამზადებული ამ წმინდანებისა და მარიამის ფერწერული გამოსახულებები; ხოლო ქრისტეს შემთხვევაში, არა მარტო მისი წარმოსახვითი გარეგნობა, არამედ მისი ჯვარიც კი სათაყვანებელი გახდა, რომელსაც ადვილად დამჯერი ხალხი ჯადოსნურ თილისმადაც კი მიიჩნევდა. ადამიანთა მდიდარი ფანტაზიის წყალობით წმინდანთა ნაწილები, მათი ფერწერული გამოსახულებები და ქანდაკებები თაყვანისცემის საგნად იქცა; ადამიანები მათ წინაშე განერთხმებოდნენ, ეამბორებოდნენ, სანთლებს უნთებდნენ და საკმეველს უკმევდნენ ხოლმე, ყვავილებით რთავდნენ და სასწაულებს მოელოდნენ მათგან... ეკლესიის მამები და საკლესიო კრება არაერთხელ ხსნიდა, რომ გამოსახულებები ღმერთები კი არ იყვნენ, არამედ მხოლოდ მათ განასახიერებდნენ, მაგრამ ხალხი არაფრად აგდებდა ამ სხვაობას“.

  • ღვთის თაყვანისცემა „სულით“
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ივლისი
    • ღვთის ნაცვლად საგნების თაყვანისცემის ტენდენცია დღესაც საკმოდ გავრცელებულია. მკვლევარი ვიტალი პეტრენკო აღნიშნავს: „ხატი... თაყვანისცემის საგანი ხდება და კერპთაყვანისმცემლობის საშიშროებას ქმნის... უნდა ვაღიაროთ, რომ მას სინამდვილეში წარმართული წარმოშობა აქვს; დიახ, ქრისტიანობაში წარმართობიდან შემოვიდა ფართოდ გავრცელებული სხვადასხვა მრწამსი, რომელსაც თან მოჰყვა ხატებისადმი თაყვანისცემაც“. მსგავსადვე, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი დიმიტრიოს კონსტანტელოსი თავის წიგნში აღნიშნავს: „ქრისტიანისთვის დასაშვებია, ხატს თაყვანი სცეს“ (Understanding the Greek Orthodox Church).

      იმის მტკიცება, რომ ხატი თაყვანისცემაში მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, ძალიან საეჭვოა. რატომ? განა სინამდვილეში მარიამის ან „წმინდანების“ ზოგიერთი ხატი უფრო მეტ მოწიწებას არ იმსახურებს და უფრო ძლიერად არ ითვლება, ვიდრე მათივე სხვა ხატები? მაგალითად, ტინოსის (საბერძნეთი) მარიამის ხატს თავისი გულმოდგინე მართლმადიდებელი თაყვანისმცემლები ჰყავს, რომელთაც ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე სოუმელას მონასტრის მარიამის ხატის ასეთივე ერთგული თაყვანისმცემლები უპირისპირდებიან. ორივე ჯგუფის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ხატი სხვებზე უმჯობესია, მეორეზე უფრო დიდი სასწაულების მოხდენა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხატზე ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული. ამგვარად, ფაქტობრივად, ადამიანები ფიქრობენ, რომ გარკვეულ ხატებს ძალა აქვთ და მათ ემსახურებიან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება