-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
ცხოველების მსხვერპლშეწირვა ერთ-ერთი მთავარი რიტუალი იყო ბერძნულ და რომაულ ტაძრებში. ამ რიტუალის დროს შეწირული ხორცის ნაწილს ჭამდნენ, ნაწილი კი რჩებოდა. წარმართულ ტაძრებში დარჩენილი ხორცი ბაზარში გასაყიდად მიჰქონდათ. გარდა ამისა, როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი: „კულტის მსახურები . . . ზოგჯერ მზარეულებად და/ან ყასბებად არიან მოხსენიებულნი. ხორცს, რომელსაც მათ შესაწირავი ცხოველების დაკვლისთვის გასამრჯელოდ აძლევდნენ, ისინი ბაზარში ყიდდნენ“ (Idol Meat in Corinth).
აქედან გამომდინარე, ბაზარში მხოლოდ რელიგიური რიტუალებიდან მორჩენილი ხორცი არ იყიდებოდა. პომპეის ხორცის ბაზრის (ლათინურად „მაკელუმ“) გათხრებისას ცხვრის მთლიანი ჩონჩხები აღმოაჩინეს. როგორც მეცნიერი ჰენრი კედბერი ამბობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ „დაკლულ ან ტაძრებში შეწირულ საქონლის ხორცთან ერთად მაკელუმში ცოცხალი საქონელიც იყიდებოდა“.
-
-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
-
-
[სურათი 12 გვერდზე]
მსხვერპლშეწირვის ამსახველი კერამიკული თეფში, ძვ. წ. VI საუკუნე
[საავტორო უფლება]
Musée du Louvre, Paris
-