-
კმაყოფილებას მანიჭებდა ბრძენ, ასაკოვან და-ძმებთან ურთიერთობასაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 მაისი
-
-
კიდევ ერთი განსაცდელი
ჩვენ ბედნიერი ოჯახი გვქონდა. არნიმ სახლი გააფართოვა, რათა ჩემს ასაკოვან მშობლებს ჩვენთან ერთად ეცხოვრათ. მაგრამ დაქორწინებიდან 6 წლის შემდეგ მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით. ჩემს მეუღლეს ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. არნის სხივური თერაპიის ხანგრძლივი კურსი დაუნიშნეს. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე ვაკითხავდი სავადმყოფოში. ცოტა ხნით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მალე ისევ ცუდად გახდა და ინსულტი დაემართა. მითხრეს, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირას იცოცხლებდა. თუმცა არნი გადარჩა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ის სახლში წამოვიყვანეთ. მასზე მე ვზრუნავდი. ცოტა რომ გამოკეთდა, სიარული ისევ დაიწყო და კვლავ განაგრძო უხუცესად მსახურება. მისი დადებითი განწყობა და იუმორის გრძნობა დაეხმარა მას გამოჯანმრთელებაში და მეც გამიადვილა მისი მოვლა.
წლების შემდეგ, 1986 წელს, არნის ჯანმრთელობა კვლავ გაუარესდა. ჩემი მშობლები უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები და ჩვენს მეგობრებთან ახლოს, სიდნეის მახლობლად ქალაქ ლურჯ მთებში გადავედით საცხოვრებლად. მოგვიანებით გარიმ შესანიშნავი და მოიყვანა ცოლად. მათ შემოგვთავაზეს, ყველას ერთად გვეცხოვრა. მალე ახალ სახლში გადავედით. ის რამდენიმე ქუჩით იყო დაშორებული იმ სახლიდან, რომელშიც მე და არნი ვცხოვრობდით.
არნი ბოლო წელიწად-ნახევარი ლოგინად იყო ჩავარდნილი და გამუდმებულ მოვლას საჭიროებდა. ვინაიდან უმეტესწილად სახლიდან ვერ გავდიოდი, ყოველდღე ორ-ორ საათს ვუთმობდი ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების შესწავლას. ასეთი შესწავლების დროს ვიპოვე არაერთი ბრძნული რჩევა, რომლებიც დამეხმარა ჩემს სიტუაციასთან გამკლავებაში. ასევე გამამხნევებელი იყო კრების ხანდაზმული წევრების სტუმრობა; ზოგიერთ მათგანს მსგავსი განსაცდელები ჰქონდა გადატანილი. ეს ძვირფასი და-ძმები ნამდვილად მაძლიერებდნენ. 2003 წლის აპრილში არნი გარდაიცვალა. მას მკვდრეთით აღდგომის მტკიცე იმედი ჰქონდა.
-
-
კმაყოფილებას მანიჭებდა ბრძენ, ასაკოვან და-ძმებთან ურთიერთობასაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 მაისი
-
-
[სურათი 16 გვერდზე]
ვუვლი არნის ავადმყოფობის დროს
-