-
დღემდე მნიშვნელოვანია ბიბლიის ყველა ნაწილი?გამოიღვიძეთ! — 2010 | მარტი
-
-
დავუშვათ, ხიდან ვაშლი მოწყვიტე. რაკი უკვე გაქვს ვაშლი, იტყვი, რომ ხე, რომელმაც ეს ვაშლი მოისხა, უსარგებლოა? ცხადია, არა, თუ ვაშლი კიდევ გინდა. იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაზე. მისი ზოგი მონაკვეთი, მაგალითად „ფსალმუნები“ და „მთაზე ქადაგება“, პრაქტიკული და სულისთვის საამოა. თუ ბიბლიის ეს მონაკვეთები ჩვენთვის ისეთივე „გემრიელია“, როგორც საყვარელი ხილი, ნუთუ დანარჩენს ხაზი უნდა გადავუსვათ?
-
-
დღემდე მნიშვნელოვანია ბიბლიის ყველა ნაწილი?გამოიღვიძეთ! — 2010 | მარტი
-
-
როგორც ვაშლის ხის ფესვები არ ჩანს მიწის ზედაპირზე, ისე ბიბლიის ზოგი მონაკვეთის მნიშვნელოვნების დანახვა, ერთი შეხედვით, შეიძლება გაგვიჭირდეს. მეტი კვლევაა საჭირო, რომ ყველაფერი, რაც ბიბლიაში წერია, დავაფასოთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი მცდელობა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.
-