საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • „ბოროტები მართლებისგან“ ცალკევდებიან

      17, 18. რას ნიშნავს: ა) ზღვაში მოსროლილი ბადე, ბ) ყველანაირი ჯიშის თევზის დაჭერა, გ) კარგი თევზის ჭურჭელში შეგროვება, დ) ცუდი თევზის გადაყრა?

      17 მეფე იესო ქრისტეს ღვთის ხალხის კრებებზე ფხიზელი თვალი უჭირავს. ქრისტე ანგელოზებთან ერთად „ბოროტებს მართლებისგან“ აცალკევებს, თუმცა ბოლომდე ვერ ვწვდებით, როგორ. იესომ ეს საქმე ბადის მაგალითით აღწერა (წაიკითხეთ მათეს 13:47—50).

      მეთევზეებს ზღვაში ბადე აქვთ გადაგდებული, თევზი რომ დაიჭირონ

      ბადე განასახიერებს სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას ზღვა ხალხში (იხ. აბზაცი 18)

      18 ზღვაში მოსროლილი ბადე განასახიერებს სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას ზღვა ხალხში. ყველანაირი ჯიშის თევზის დაჭერა ნიშნავს იმას, რომ სასიხარულო ცნობა ყველანაირ ადამიანს იზიდავს: მათ, ვინც სათანადო ნაბიჯებს დგამს და ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება და მათაც, ვინც თავიდან ინტერესდება, მაგრამ წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს არ იკავებს.e კარგი თევზის ჭურჭელში შეგროვება გულისხმობს სუფთა გულის ადამიანების შეგროვებას კრებებში, სადაც ისინი იეჰოვას წმინდა მსახურებას უსრულებენ, ცუდი თევზის გადაყრა კი — ბოლო დღეებში ქრისტესა და ანგელოზების მიერ „ბოროტების მართლებისგან“ გამოცალკევებას.f შედეგად, ვინც არ არის მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილი — ვისაც შესაძლოა არ სურს ცრურელიგიური შეხედულებებისა და წეს-ჩვეულებების მიტოვება — ვერ გახდება კრების წევრი, რათა კრება არ წაიბილწოს.g

  • მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • f კარგი თევზის გამოცალკევება ცუდისგან და ცხვრების გამოცალკევება თხებისგან სხვადასხვა მოვლენაზე მიუთითებს (მათ. 25:31—46). ცხვრების გამოცალკევება თხებისგან, ანუ საბოლოო გასამართლება დიდ გასაჭირში მოხდება. იქამდე კი მათ, ვინც „ცუდ თევზს“ განასახიერებს, შეიძლება იეჰოვასთან დაახლოება მოინდომონ და კრების წევრები გახდნენ (მალ. 3:7).

  • მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • g საბოლოოდ, „ცუდი თევზები“ ჩაიყრებიან სიმბოლურ „გავარვარებულ ღუმელში“, რაც მათ განადგურებას ნიშნავს.

  • მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება