ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 8, 9
რას ნიშნავს, იყო იესოს მიმდევარი?
ვინც გუთნით მიწას ხნავდა, სწორი კვალის გასავლებად უკან არ უნდა ეყურებინა. მსგავსად, ქრისტიანსაც არ უნდა გაუფანტოს ყურადღება იმან, რაც უკან მოიტოვა ქვეყნიერებაში (ფილ. 3:13).
სირთულეების დროს შეიძლება ის დრო გაგვახსენდეს, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით ჭეშმარიტება და წარსულს მივტიროდეთ. ასეთ დროს შეიძლება ვიფიქროთ, რომ წარსულში ნაკლები პრობლემა და მეტი სიხარული გვქონდა. სწორედ ეს დაემართათ ისრაელებს ეგვიპტის დატოვების შემდეგ (რიცხ. 11:5, 6). თუ გამუდმებით ვიფიქრებთ წარსულზე, შეიძლება დავუბრუნდეთ კიდეც უწინდელ ცხოვრებას. ჩვენთვის გაცილებით უკეთესი იქნება, ვიფიქროთ კურთხევებზე, რომლებიც დღეს გვაქვს და იმ სიხარულზე, რომელიც ღვთის სამეფოს მმართველობის დროს გვექნება (2 კორ. 4:16—18).