საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გვითხარი, როდის მოხდება ეს?“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • როდის გაასამართლებს იესო „ცხვრებს“ და „თხებს“?

      10. როგორი შეხედულება გვქონდა წარსულში „ცხვრებისა“ და „თხების“ გასამართლების პერიოდთან დაკავშირებით?

      10 ახლა განვიხილოთ, თუ როდის შესრულდება იესოს წინასწარმეტყველების სხვა ნაწილი, კერძოდ, როდის გაასამართლებს იესო „ცხვრებსა“ და „თხებს“ (მათ. 25:31—46). ადრე ვფიქრობდით, რომ ხალხის „ცხვრებად“ და „თხებად“ გამოცალკევება ანუ გასამართლება დაიწყო 1914 წელს და გრძელდებოდა მთელი ბოლო დღეების განმავლობაში. მიგვაჩნდა, რომ ის, ვინც სასიხარულო ცნობას არ იღებდა და დიდი გასაჭირის დაწყებამდე იღუპებოდა, „თხების“ კატეგორიაში შედიოდა და აღდგომის არანაირი იმედი არ ჰქონდა.

      11. რატომ ვერ დაიწყებოდა ხალხის „ცხვრებად“ და „თხებად“ გამოცალკევება ანუ გასამართლება 1914 წელს?

      11 მათეს 25:31 გარჩეული იყო 1995 წლის „საგუშაგო კოშკში“. ამ მუხლში წერია: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება“. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ 1914 წელს იესო ღვთის სამეფოს მეფე გახდა, მაგრამ ის არ დამჯდარა „თავის დიდებულ ტახტზე“ როგორც „ყველა ხალხის“ მოსამართლე (მათ. 25:32; შეადარეთ დანიელის 7:13). თუმცა ცხვრებისა და თხების იგავში იესო აღწერილია როგორც მოსამართლე (წაიკითხეთ მათეს 25:31—34, 41, 46). რადგან იესო 1914 წელს ყველა ხალხის მოსამართლე არ გამხდარა, შესაბამისად, ამ წელს ვერ დაიწყებოდა ხალხის „ცხვრებად“ და „თხებად“ გამოცალკევება ანუ გასამართლება.c

  • „გვითხარი, როდის მოხდება ეს?“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • c მე-11 აბზაცი. იხილეთ 1995 წლის „საგუშაგო კოშკი“ (br-10, გვერდები 23—28).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება