საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მაგალითებით სწავლება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • მას შემდეგ, რაც იესომ მოწაფეებს „ქვეყნიერების სინათლე“ უწოდა, რამდენიმე სიტყვით განმარტა, როგორ იყენებდნენ ლამპარს და როგორ იყო ეს დაკავშირებული მოწაფეების პასუხისმგებლობასთან (მათ. 5:15, 16). დაკარგულ ცხვარზე მაგალითის მოყვანის შემდეგ მან დასძინა, რა სიხარული მეფობს ზეცაში ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო (ლუკ. 15:7). გულმოწყალე სამარიელზე ამბის მოყოლის შემდეგ, იესომ მოსაუბრეს კარგად გააზრებული კითხვა დაუსვა და შემდეგ პირდაპირ მისცა რჩევა (ლუკ. 10:36, 37). სხვა შემთხვევების დროს იესომ სხვადასხვა სახის ნიადაგთან და მინდორში ჩათესილ სარეველასთან დაკავშირებული მაგალითები მხოლოდ მათ განუმარტა, ვისაც ეყო თავმდაბლობა, რომ მასთან მისულიყო და ეკითხა ამის შესახებ (მათ. 13:1—30, 36—43). სიკვდილამდე სამი დღით ადრე იესო მოჰყვა იგავს ბოროტ მევენახეებზე. ამ შემთხვევაში მას აღარ განუმარტავს, რასთან დაკავშირებით მოიყვანა ეს მაგალითი. ამის საჭიროება არც ყოფილა. „უფროსი მღვდლები და ფარისევლები მიხვდნენ, რომ მათზე ლაპარაკობდა“ (მათ. 21:33—45). ამგვარად, უშუალოდ მაგალითზე, მსმენელზე და შენ მიერ დასახულ მიზანზეა დამოკიდებული, განმარტავ თუ არა მოყვანილ მაგალითს და თუ განმარტავ, რამდენად დეტალურად.

  • მაგალითები ნაცნობი სიტუაციებიდან
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • როგორ იქცეოდა იესო? დიდ ჯგუფს ესაუბრებოდა თუ რამდენიმე მოწაფეს, იესო არ იყენებდა ისეთ მაგალითებს, რომლებიც მხოლოდ სხვა ქვეყნების ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. ასეთი მაგალითები უცხო იქნებოდა მისი მსმენელებისთვის. კერძოდ, იესოს არ მოუხსენიებია ეგვიპტის სამეფო კარის ცხოვრება ან ინდოეთის რელიგიური წეს-ჩვეულებები. მაგალითები, რომლებსაც ის იყენებდა, ყველა ქვეყნის მკვიდრთათვის ნაცნობ საქმიანობებთან იყო დაკავშირებული. ის საუბრობდა ტანსაცმლის დაკერებაზე, საქმეების გაძღოლაზე, რაიმე ძვირფასის დაკარგვასა და საქორწილო ნადიმზე. მან იცოდა, როგორ იქცეოდნენ ადამიანები ამა თუ იმ სიტუაციაში და ამას მაგალითებში იყენებდა (მარ. 2:21; ლუკ. 14:7—11; 15:8, 9; 19:15—23). რადგანაც იესო უმეტესწილად ისრაელებთან ქადაგებდა, მის მიერ მოყვანილი მაგალითები ხშირ შემთხვევაში იმ საგნებსა და საქმიანობას ეხებოდა, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო: მიწათმოქმედება, ტიკებში ღვინის შენახვა და ის, თუ როგორ სცნობენ ცხვრები მწყემსის ხმას (მარ. 2:22; 4:2—9; იოან. 10:1—5). ის იხსენიებდა ცნობილ ისტორიულ ფაქტებსაც. სახელდობრ, მან მოიხსენია ადამიანთა პირველი წყვილის შექმნა, ნოეს დროს მომხდარი წარღვნა, სოდომისა და გომორას განადგურება და ლოტის ცოლის დაღუპვა (მათ. 10:15; 19:4—6; 24:37—39; ლუკ. 17:32). მაგალითების შერჩევისას შენც ფიქრობ გულდასმით იმაზე, თუ რა არის ცნობილი შენი მსმენელებისთვის, და ითვალისწინებ მათ კულტურასა და ტრადიციებს?

      როგორ უნდა მოიქცე, როდესაც მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე კი არ გიწევს გამოსვლა, არამედ ერთ ან რამდენიმე ადამიანს ესაუბრები? ეცადე, შეარჩიო ისეთი მაგალითები, რომლებიც განსაკუთრებით შესაფერისი იქნება მათთვის. როდესაც სიქარის მახლობლად მდებარე ჭასთან სამარიელ ქალს უქადაგა, იესომ მოიხსენია ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „სიცოცხლის წყალი“, „აღარასოდეს მოსწყურდება“ და „მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყარო“. ეს გამონათქვამები გადატანითი მნიშვნელობით იყო გამოყენებული და პირდაპირ უკავშირდებოდა იმას, რასაც ქალი იმ მომენტში აკეთებდა (იოან. 4:7—15). ხოლო როდესაც იესო ესაუბრებოდა მამაკაცებს, რომლებიც ბადეებს რეცხავდნენ, მან მეთევზეობასთან დაკავშირებული მაგალითი გამოიყენა (ლუკ. 5:2—11). ორივე შემთხვევაში, მას შეეძლო მიწათმოქმედებაზე ესაუბრა, რადგან ამ ტერიტორიაზე ძირითადად ამით იყვნენ დაკავებული. მაგრამ რამდენად უფრო ეფექტური იყო ის, რომ მის მიერ მოყვანილი მაგალითები უშუალოდ ამ ადამიანთა საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ეს მათ ყველაფრის ცოცხლად წარმოდგენაში ეხმარებოდა! ცდილობ, შენც იგივე აკეთო?

  • მაგალითები ნაცნობი სიტუაციებიდან
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • რთული შედარებების გამოყენების ნაცვლად, მაგალითების მოყვანისას იესო უბრალო, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებულ საგნებსა თუ საქმიანობებს ეხებოდა; მცირეთი დიდს განმარტავდა, მარტივით კი — რთულს. ყოველდღიური საქმიანობისა და სულიერი საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებით ის ადამიანებს ჭეშმარიტების უკეთ გაგებასა და დამახსოვრებაში ეხმარებოდა. რა შესანიშნავი მაგალითია ეს ჩვენთვის!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება