საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ გავუფრთხილდეთ გულს?
    საგუშაგო კოშკი — 2019 | იანვარი
    • 11 ძველ დროში გუშაგები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კარიბჭის მცველებთან (2 სამ. 18:24—26). ქალაქის დასაცავად როგორც გუშაგები, ისე კარიბჭის მცველები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ მოახლოებულ მტერს კარიბჭე ყოველთვის დაკეტილი დახვდებოდა (ნეემ. 7:1—3). ბიბლიით განსწავლული სინდისიb გუშაგის როლს ასრულებს და განგაშს ტეხს, როცა სატანა ჩვენს გულში შემოჭრას ანუ ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებზე, მოტივებსა და სურვილებზე ცდილობს გავლენის მოხდენას. ამიტომ არასდროს უნდა წავუყრუოთ სინდისის ხმას და მაშინვე ჩავკეტოთ გულის კარიბჭე.

      12, 13. რა ცდუნების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ?

      12 განვიხილოთ მაგალითი, თუ როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ სატანის აზროვნებისგან. იეჰოვამ გვასწავლა, რომ „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი [უნდა] იხსენიებოდეს . . . [ჩვენ] შორის“ (ეფეს. 5:3). მაგრამ, როგორ მოვიქცევით, თუ სამსახურში ან სკოლაში ვინმე უხამს თემებზე წამოიწყებს საუბარს? ჩვენ კარგად ვიცით, რომ უნდა „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები“ (ტიტ. 2:12). გუშაგმა ანუ ჩვენმა სინდისმა შეიძლება საშიშროების შესახებ გაგვაფრთხილოს (რომ. 2:15). მაგრამ მოვუსმენთ მის ხმას? ამ დროს შეიძლება ვცდუნდეთ და მოვუსმინოთ თანამშრომლებს ან თანაკლასელებს და თვალი არ მოვარიდოთ უზნეო კადრებს, რომლებსაც ისინი გვაჩვენებენ. მაგრამ სწორედ ეს არის ის დრო, როცა უნდა ჩავკეტოთ „ქალაქის კარიბჭეები“, ანუ სხვა თემაზე გადავიტანოთ საუბარი ან გავერიდოთ იქაურობას.

  • როგორ გავუფრთხილდეთ გულს?
    საგუშაგო კოშკი — 2019 | იანვარი
    • 14, 15. ა) რისთვის უნდა გვქონდეს გულის კარიბჭე ღია და როგორ შეგვიძლია მისი გაღება? ბ) როგორ გვეხმარება იგავების 4:20—22, რომ ბიბლიის კითხვა უფრო ნაყოფიერი გავხადოთ? (იხილეთ ჩარჩო „რა დაგვეხმარება, დავფიქრდეთ წაკითხულზე“)

      14 გულს რომ გავუფრთხილდეთ, მხოლოდ ცუდისთვის კი არ უნდა „ჩავკეტოთ“ ის, არამედ კარგისთვისაც უნდა „გავაღოთ“. კიდევ ერთხელ დაფიქრდით გალავნიანი ქალაქის მაგალითზე. მართალია, კარიბჭის მცველი კეტავდა კარიბჭეებს, რათა ქალაქი მტრის შემოჭრისგან დაეცვა, მაგრამ სხვა დროს საკვებითა თუ სხვა საჭირო ნივთებით მოსამარაგებლად აღებდა კიდეც მას. თუ მცველები კარიბჭეებს არასდროს გახსნიდნენ, ქალაქის მაცხოვრებლები შიმშილით დაიხოცებოდნენ. ჩვენც რეგულარულად უნდა გავაღოთ გულის კარიბჭე, რათა ღვთის აზროვნებამ ჩვენზე იმოქმედოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება