საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 1/14 გვ. 14-15
  • სტუმრად იტალიაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სტუმრად იტალიაში
  • გამოიღვიძეთ! — 2014
გამოიღვიძეთ! — 2014
g 1/14 გვ. 14-15
იტალიის სანაპირო

ქვეყნები და ხალხები

სტუმრად იტალიაში

იტალიის რუკა

იტალია კონტრასტების ქვეყანაა. აქ შეხვდებით გრძელ პლაჟებსა და უსწორმასწორო მთებს; სამხრეთში პაპანაქება ზაფხული იცის, ჩრდილოეთში კი — ცივი ზამთარი. იტალიაში ბევრი ვულკანია, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეა მოქმედი, მაგალითად, სტრომბოლი და ეტნა.

იტალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. ძველთაგანვე ვინ აღარ სტუმრობდა იტალიას — არაბები, ბიზანტიელები, ბერძნები, ნორმანები თუ ფინიკიელები.

ტურისტები გონდოლებით სეირნობენ

ვენეციის არხებში ტურისტები გონდოლებით სეირნობენ

ქვეყანა ცნობილია მდიდარი ისტორიითა და ხელოვნების საგანძურით. იტალიის ბევრ პატარა თუ დიდ ქალაქში შეხვდებით ძველი ბერძნული და რომაული კულტურის ნაშთებს, ბაროკოსა და რენესანსის არქიტექტურას. ფერწერული ნამუშევრები, მარმარილოს ქანდაკებები და შადრევნები დღემდე პატივს მიაგებენ ხელოვნების ისეთ ცნობილ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ ბერნინი, მიქელანჯელო და რაფაელი.

იტალიელებს მდიდარი სამზარეულო აქვთ. იტალიელთა ბევრი წეს-ჩვეულება სწორედ სამზარეულოს უკავშირდება. მათი პირველი კერძი გახლავთ პასტა (მაკარონი), რასაც მოჰყვება ხოლმე ხორციანი კერძი ან თევზი და ბოსტნეული. ზეითუნის ზეთს იტალიელები აქტიურად იყენებენ, რადგან ის აქ დიდი რაოდენობით იწარმოება. პიცა და რიზოტო პოპულარული იტალიური კერძებია.

იტალიური პასტა

პასტა იტალიური სამზარეულოს ძირითადი კერძია

იტალიელები თბილი, სტუმართმოყვარე, ურთიერთობის მოყვარული ხალხია. მათ უყვართ საუბარში სხვების ჩართვა, ამიტომ პარკებსა და ქუჩებში ხშირად შეხვდებით ტკბილად მობაასე ხალხს და ისეთებსაც, რომლებიც მთელი გრძნობებით და ემოციებით საუბრობენ.

იტალიელთა უმრავლესობა თავს კათოლიკედ მიიჩნევს, თუმცა ძალიან ცოტა თუ დადის რეგულარულად ეკლესიაში. ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულებში რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენა შესუსტდა, ვინაიდან ხალხი არ ითვალისწინებს ეკლესიის წესებს აბორტთან და გაყრასთან დაკავშირებით.

იტალიაში ბევრი იეჰოვას მოწმეა. ისინი ცნობილნი არიან იმით, რომ ხალხს ბიბლიას ასწავლიან და ცხოვრობენ მაღალზნეობრივი ნორმებით. მთელ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების 3 000-ზე მეტი კრებაა. ბევრ კრებაში მაუწყებლები მათთან ქადაგებენ, ვისთვისაც იტალიური მშობლიური ენა არ არის. ბოლო ათ წელიწადში იტალიაში უცხოელების რიცხვი გასამმაგდა, რის გამოც გაიზარდა უცხო ენაზე ბიბლიის შესწავლის მსურველთა რიცხვი.

უსწორმასწორო დოლომიტის ალპები

უსწორმასწორო დოლომიტის ალპები, მთის მასივი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში

იცოდით თუ არა?

ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო რომში მდებარეობს, მაგრამ 1929 წლიდან მან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ამგვარად, იტალიელები მას უცხო ქვეყნად თვლიან.

ზოგადი ცნობები

  • მოსახლეობა: 61 000 000

  • დედაქალაქი: რომი

  • კლიმატი: სამხრეთით ჰავა ხმელთაშუაზღვიურია, ზაფხული ხანგრძლივი და თბილია, ზამთარი კი რბილი; ჩრდილოეთით ალპურ ზონაში ცივი ზამთარი იცის.

  • ბუნება: ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს მთებსა და მაღლობებს. სანაპირო ზოლი გადაჭიმულია დაახლოებით 7 500 კმ-ზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება