საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ გვეუფლება მარტოობის გრძნობა?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | სექტემბერი
    • ფრანსისს კარგად ახსოვს ის დღე, როცა განიდან საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის ყვება: „ენობრივი ბარიერის, მეგობრების სიმცირისა და ცივი კლიმატის გამო, თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი“.

      ინგლისში ჩასული იმიგრანტი, ბეჯატი, გვიზიარებს: „ძალიან გამიჭირდა ადგილობრივ კულტურასთან შეგუება. მყავდა ნაცნობები, მაგრამ მეგობრები და ოჯახის წევრები, ვისაც გულიანად დაველაპარაკებოდი და ჩემს გრძნობებს გავუზიარებდი, გვერდში არ მყავდა“.

  • გამოსავალი
    გამოიღვიძეთ! — 2010 | სექტემბერი
    • საბინა, რომელიც საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, ამბობს: «დროა საჭირო, რომ ახალშეძენილ მეგობრებს შორის ნდობა განვითარდეს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავი შებოჭილად არ იგრძნო და ეჭვის თვალით არავის უყურო. ჰკითხეთ მათ თავიანთ ოჯახსა და კულტურაზე. ერთხელ მითხრეს: „ვერც ერთ კულტურაზე ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესოა. ყველა კულტურას აქვს კარგი და შენც ის კარგი ეძებე“». დიახ, როგორც საბინას ურჩიეს, თქვენც ეძებეთ სხვადასხვა კულტურის ადამიანში კარგი თვისებები და გადაიღეთ.

      ხომ არ გავურბივარ ხალხს?

      შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: ხომ არ მახასიათებს სხვებისგან განცალკევება? იქნებოდნენ სხვები ჩემ მიმართ მეგობრულები, მე რომ უფრო მეგობრული ვყოფილიყავი მათ მიმართ? თუ ამ კითხვებზე თქვენი პასუხები დადებითია, შეეცადეთ, იყოთ უფრო კომუნიკაბელური. 30 წლის როზელიზი, რომელიც გვადელუპადან ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, ამბობს: „მარტოობის გრძნობით შეპყრობილებს განცალკევება უყვართ“. ის გვირჩევს: „დაუახლოვდით თქვენსავით მარტოსულ ადამიანებს, გამოავლინეთ ინიციატივა და გამოელაპარაკეთ. ხანდახან ერთი კითხვის დასმაც კმარა, რომ სამუდამო მეგობრობას ჩაეყაროს საფუძველი“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება