-
ღირსეულად მიიჩნიეთ ღვთის მიერ დაფუძნებული ქორწინება!საგუშაგო კოშკი — 2018 | დეკემბერი
-
-
10. რა არის გაყრისა და ხელახლა ქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი?
10 იესომ აღნიშნა, რის საფუძველზე შეიძლება შეწყდეს ქორწინება. მან თქვა: „გეუბნებით: თუ ცოლს სიძვა [ბერძნულად პორნია] არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათ. 19:9). მან იგივე აზრი მთაზე ქადაგების დროსაც აღნიშნა (მათ. 5:31, 32). ორივე შემთხვევაში იესო სიძვაზე საუბრობდა. ეს სიტყვა მოიაზრებს ქორწინების გარეშე სხვადასხვა სახის სექსუალურ უზნეობას, მაგალითად მრუშობას, პროსტიტუციას, დაუქორწინებლებს შორის სქესობრივ ურთიერთობას, ჰომოსექსუალიზმსა და ზოოფილიას.
-