-
უკეთესი იმედი სულისთვისსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
-
-
ნიშნავს თუ არა ეს, რომ სინამდვილეში სული შეიძლება მოკვდეს? დიახ. უკვდავისგან საპირისპიროდ, ებრაული წერილები მოიხსენიებს ადამიანის სულს, როგორც ბოროტი მოქმედების გამო ‘მოკვეთილს’, ანუ დასჯილს, აგრეთვე ამბობს, რომ შეიძლება მოკვდეს დარტყმისგან, შეიძლება მოკლული, განადგურებული და დაგლეჯილი იქნეს (გამოსვლა 31:14; მეორე რჯული 19:6; 22:26; ფსალმუნი 7:3). „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“, — ნათქვამია ეზეკიელის 18:4-ში. ნათელია, რომ სიკვდილი არის სულის, ადამიანის ჩვეულებრივი დასასრული, რადგან თითოეული ჩვენგანი ცოდავს (ფსალმუნი 50:7). პირველ მამაკაცს, ადამს, ეთქვა, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილი იყო და არა სულიერ სამყაროში გადასვლა და უკვდავება (დაბადება 2:17). და როცა მან შესცოდა, ასეთი განაჩენი გამოცხადდა: „მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). როცა ადამი და ევა მოკვდნენ, ისინი უბრალოდ იქცნენ იმად, რასაც ბიბლია, ხშირად, ‘მკვდარს’ უწოდებს (რიცხვნი 5:2; 6:6).
-
-
უკეთესი იმედი სულისთვისსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
-
-
მაგრამ, რას ფიქრობდნენ სიკვდილზე ერთგული იუდეველები? უბრალოდ რომ ვთქვათ, მათ სწამდათ, რომ სიკვდილი სიცოცხლის საპირისპიროა. ფსალმუნის 145:4-ში ნათქვამია, რა ხდება, როცა სული, ანუ სასიცოცხლო ძალა, ტოვებს ადამიანს: „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“c. მსგავსად ამისა, მეფე სოლომონი წერდა, რომ მკვდრებმა „არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).
-