საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უკეთესი იმედი სულისთვის
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
    • ეს აზრი იუდეველებმა ბიბლიიდან კი არ გადმოიღეს, არამედ ბერძნებისგან. ძველი წელთაღრიცხვით VII–V საუკუნეებში ეს წარმოდგენა, როგორც ჩანს, საიდუმლოებით მოცული ბერძნული სექტანტური რელიგიებიდან ბერძნულ ფილოსოფიაში გადავიდა. ცნება საიქიო ცხოვრების შესახებ, სადაც ბოროტი სულები აუტანელ სასჯელს დაიმსახურებდნენ, დიდი ხნის მანძილზე ძალიან მიმზიდველი იყო და ეს წარმოდგენა დამკვიდრდა და გავრცელდა. ფილოსოფოსები დაუსრულებლად დაობდნენ სულის ნამდვილი ბუნების შესახებ. ჰომეროსი აცხადებდა, რომ სული უეცრად გამოდის სიკვდილის დროს და გამოსცემს გარკვევით გასაგონ ბზუილს, წრიპინს ან შრიალს. ეპიკურე ამბობდა, რომ სულს, სინამდვილეში, მასა აქვს, რომელიც უსასრულოდ მცირეაd.

      მაგრამ სულის უკვდავების ყველაზე დიდი მომხრე, ალბათ, იყო ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი. თავისი მოძღვრის, სოკრატეს, სიკვდილის აღწერა გვიჩვენებს, რომ მისი რწმენა ძალიან ჰგავდა რამდენიმე საუკუნის შემდეგ მცხოვრები მასადის ფანატიკოსების რწმენას. სწავლული ოსკარ კულმენი ამას ასე გამოთქვამს: „პლატონი გვიჩვენებს, რა სრულ სიმშვიდესა და სიწყნარეში კვდება სოკრატე. სოკრატეს სიკვდილი შესანიშნავი სიკვდილია. აქ არაფერი მეტყველებს სიკვდილის საშინელებაზე. სოკრატეს არ ეშინია სიკვდილის, რადგან, სინამდვილეში, ის გვათავისუფლებს სხეულისგან. . . სიკვდილი — სულის დიდებული მეგობარია. ასე გვასწავლის სოკრატე; და ასე, თავის სწავლებასთან აღმაფრთოვანებელ ჰარმონიაში ის კვდება“.

  • უკეთესი იმედი სულისთვის
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 აგვისტო
    • მაშ, რატომ ასწავლიან ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ადამიანის სულის უკვდავებას და არა აღდგომას? განვიხილოთ ღვთისმეტყველის, ვერნერ იეგერის, პასუხი, რომელმაც 1959 წელს „ჰარვარდის თეოლოგიურ მიმოხილვაში“ (The Harvard Theological Review) თქვა: „ამ ქრისტიანული დოქტრინის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ქრისტიანული თეოლოგიის მამა, ორიგენე, პლატონის მიმდევარი ფილოსოფოსი იყო ალექსანდრიის სკოლაში. მან ჩაამატა ქრისტიანულ დოქტრინაში უკვდავ სულთან დაკავშირებული მთელი რიგი სწავლებები, რომლებიც პლატონისგან გადმოიღო“. ასე რომ, ეკლესიამ გააკეთა ზუსტად ის, რაც იუდეველებმა საუკუნეების წინ გააკეთეს! მათ მიატოვეს ბიბლიური სწავლებები ბერძნული ფილოსოფიის სასარგებლოდ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება