-
პლატონიგამოიღვიძეთ! — 2013 | თებერვალი
-
-
რატომ იპყრობს ჩვენს ყურადღებას?
პლატონის სწავლებებმა სერიოზული გავლენა მოახდინა მილიონობით ადამიანის რელიგიური მრწამსის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის ქრისტიანებზეც, რომლებიც არასწორად ასკვნიან, რომ ეს სწავლებები ბიბლიას ეფუძნება. პლატონის სწავლებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოძღვრება სულის უკვდავების შესახებ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული სიცოცხლეს განაგრძობს.
პლატონს ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ. წიგნში „სხეული და სული უძველეს ფილოსოფიაში“ აღნიშნულია, რომ „სულის უკვდავება პლატონის ერთ-ერთი საყვარელი თემა იყო“. ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ „სხეულის სიკვდილის შემდეგ სული ტოვებდა ხორცს, რათა საიქიოში სათანადოდ დაჯილდოებულიყო ან პირიქით — დასჯილიყო“, რაც იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა ცხოვრებას ეწეოდა ადამიანი სააქაოში.a

როგორ გავრცელდა პლატონის შეხედულებები?
პლატონის აკადემიამ, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულ და ავტორიტეტულ საგანმანათლებლო ცენტრად ითვლებოდა, ცხრა საუკუნე იარსება, ძვ. წ. 387 წლიდან ახ. წ. 529 წლამდე. პლატონის იდეები სწრაფად გავრცელდა საბერძნეთისა და რომის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში. მისი მოძღვრებები შეისისხლხორცეს იუდეველმა ფილოსოფოსმა ფილონ ალექსანდრიელმა და ქრისტიანული სამყაროს ბევრმა წინამძღოლმა. შედეგად, იუდაური და ქრისტიანული სწავლებები გაიჟღინთა წარმართული ფილოსოფიური მოძღვრებებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სწავლება უკვდავი სულის შესახებ.
ერთ ბიბლიურ ლექსიკონში (The Anchor Bible Dictionary) აღნიშნულია: «ყველა ქრისტიანული თეოლოგია რაღაც დოზით მაინც თანამედროვე ბერძნულ ფილოსოფიაზეა დამოკიდებული, უმთავრესად პლატონიზმზე. ზოგი ქრისტიანი მოაზროვნე . . . იმდენად მოექცა პლატონის სწავლებების გავლენაში, რომ სათანადოდ იმსახურებს „ქრისტიანი პლატონისტის“ სახელს». შევადაროთ პლატონისა და ბიბლიის სწავლებები ერთმანეთს.
პლატონი ამბობს: „[სიკვდილის დროს,] ის, რაც თითოეულ ჩვენგანში არის, პირადი მე და რასაც ჩვენ უკვდავ სულს ვუწოდებთ, მიემართება სხვა ღმერთებთან, სადაც . . . ანგარიშს ვაბარებთ; კარგები მამაცურად წარსდგებიან მათ წინაშე, ბოროტები კი — შიშითა და კანკალით“ (პლატონი, „კანონები“, წიგნი XII).
-