-
სამარხები ძველ რელიგიურ წარმოდგენებთან გაცნობის საშუალებაგამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
-
-
ეგვიპტელთა წარმოდგენები საიქიოზე
კაიროს მახლობლად მდებარე პირამიდები და ქალაქ ლუქსორთან ახლოს, მეფეთა ველზე არსებული სამარხები ყველაზე ცნობილ უძველეს სამარხთა რიცხვს მიეკუთვნება. ძველი ეგვიპტელები „სამარხისა“ და „სახლის“ აღსანიშნავად ერთი და იმავე სიტყვას, „პერს“ იყენებდნენ. „ეს იყო სახლი სიცოცხლეში და სახლი სიკვდილის შემდეგ“, — ამბობს კრისტინ ელ მაჰდი თავის წიგნში „მუმიები, მითები და მაგია ძველ ეგვიპტეში“. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ეგვიპტელთა «რწმენით, სხეულის გადარჩენა აუცილებელი იყო ადამიანის სუბსტანციების — „კას“, „ბას“ და „ახის“ — გადასარჩენად».
„კა“ იყო ფიზიკური სხეულის სულიერი ორეული, რომელსაც ხორციელი ადამიანის მსგავსად ჰქონდა იმედები, სურვილები და მოთხოვნილებები. ადამიანის სიკვდილის შემდეგ „კა“ ტოვებდა სხეულს და სამარხში სახლდებოდა. „კას“ ისევე სჭირდებოდა ყველაფერი, როგორც ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ «ყველაფერი, რაც სამარხში იყო, ძირითადად, „კას“ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა», — წერს ელ მაჰდი. „ბას“, რომელსაც თვისებებთან და ხასიათთან აიგივებდნენ, ადამიანისთავიან ფრინველად წარმოსახავდნენ. „ბა“ სხეულში სახლდებოდა დაბადების დროს და მას სიკვდილისას ტოვებდა. რაც შეეხება „ახს“, „ის მუმიაში იყო და მაგიური სიტყვების წარმოთქმისას ცოცხლდებოდაa. „ახი“ ღვთაებების სავანეში ცხოვრობდა.
ადამიანის სამ სუბსტანციად დაყოფით ეგვიპტელები წინ უსწრებდნენ ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, რომლებიც ადამიანს ყოფდნენ ორ სუბსტანციად — სხეულად და ცნობიერების მქონე სულად. მართალია, ეს იდეა დღემდე საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ბიბლია საპირისპიროს გვასწავლის. მასში ნათქვამია: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, ხოლო მკვდრებმა არაფერი არ იციან“ (ეკლესიასტე 9:5).
-
-
სამარხები ძველ რელიგიურ წარმოდგენებთან გაცნობის საშუალებაგამოიღვიძეთ! — 2005 | დეკემბერი 8
-
-
[სურათები 23 გვერდზე]
მარცხნივ: ფარაონ ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი; ქვევით: სამარხის კედელზე გამოსახულია „ბა“ ადამიანისთავიანი ფრინველის სახით.
-