-
სრულიად უდანაშაულო მეფეს ძელზე აკრავენიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
იესო იმ ადგილზე მიჰყავთ, სადაც ორ ყაჩაღთან ერთად ძელზე უნდა გააკრან. ამ ადგილს, რომელიც იერუსალიმის მახლობლად მდებარეობს, გოლგოთა, იგივე თხემი ეწოდება; მისი დანახვა შორიდანაც შეიძლება (მარკოზი 15:40).
სამივე მსჯავრდებულს ტანსაცმელს ხდიან, რის შემდეგაც ნაღველნარევ, სმირნით შეზავებულ გამაბრუებელ ღვინოს აწვდიან.
-
-
სრულიად უდანაშაულო მეფეს ძელზე აკრავენიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
მათთან ერთად იესოს გვერდით, მარცხნივ და მარჯვნივ, ბოძებზე გაკრული ყაჩაღებიც ლანძღავენ მას, არადა ის ერთადერთი უდანაშაულოა მათ შორის.
-
-
სრულიად უდანაშაულო მეფეს ძელზე აკრავენიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
რამდენიმე ხანში იესოს გვერდით ძელზე გაკრული ერთი ბოროტმოქმედი ხვდება, რომ იესო ნამდვილად მეფეა. ის მეორეს უწყრება: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია? შენც ხომ იგივე განაჩენი გამოგიტანეს. ჩვენ ღირსნი ვართ, რადგან ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ, ამ კაცს კი ცუდი არაფერი ჩაუდენია“. ამის შემდეგ კი იესოს შესთხოვს: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“ (ლუკა 23:40—42).
იესო ჰპირდება: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). ეს დანაპირები განსხვავდება იმისგან, რასაც იესო მოციქულებს დაჰპირდა, რომ ისინი მის სამეფოში ტახტებზე დასხდებოდნენ (მათე 19:28; ლუკა 22:29, 30). ამ იუდეველს შესაძლოა გაგებული აქვს მიწიერი სამოთხის შესახებ, სადაც თავდაპირველად იეჰოვამ ადამი და ევა დაასახლა და სადაც მათ შთამომავლებსაც უნდა ეცხოვრათ. სიკვდილის წინ ამ კაცს ნამდვილად ჩაესახა ნათელი მომავლის იმედი!
-