-
როგორ დაკარგეს ინკებმა ოქროს იმპერიაგამოიღვიძეთ! — 1998 | იანვარი 8
-
-
მზის სხივებმა თანდათან ჩააღწია მზის ტაძრამდე, რომელიც ინკას იმპერიის დედაქალაქის, კუსკოს (რაც „დედამიწის ცენტრს“ ნიშნავს), შუაგულში მდებარეობს. ოქროთი მოჭედილ კედლებზე აციალდა მზის სხივები. ოქროთი ნაკეთი ლამები და კონდორები აციმციმდნენ ტაძრის წინ, ინკის ბაღშიa.
-
-
როგორ დაკარგეს ინკებმა ოქროს იმპერიაგამოიღვიძეთ! — 1998 | იანვარი 8
-
-
ინკები გამოირჩეოდნენ კოლოსალური ნაგებობების შენებით. მრავალი თვალსაზრისი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლეს მათმა არქიტექტორებმა საქსაუმანის ტაძრისა და ციხესიმაგრის აშენება, რომელიც პლატოდან გადმოსცქერის ქალაქ კუსკოს. უზარმაზარი, ასტონიანი მონოლითებია ერთმანეთზე მიჯრილი. არავითარი კირხსნარი არ არის მათ დასამაგრებლად გამოყენებული. მიწისძვრებმა ოდნავ დააზიანეს უძველეს ქალაქ კუსკოში ერთმანეთზე ოსტატურად მორგებული მშვენიერი ქვებით ნაგები შენობების კედლები.
მზის მოციალე ტაძარი
სატახტო ქალაქ კუსკოში ინკებს მზის თაყვანისმცემლობისთვის კარგად დამუშავებულ ქვის ტაძარში ჰყავდათ მღვდლები. კედლები შიგნიდან მოჭედილი იყო სუფთა ოქრო-ვერცხლით.
-