-
კირილე და მეთოდე — ბიბლიის მთარგმნელები, რომლებმაც ანბანი შეადგინესსაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მარტი
-
-
დღეისათვის 435 მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც სლავურ ენებზე საუბრობენ, ბიბლიის თარგმანები თავიანთ მშობლიურ ენაზეა ხელმისაწვდომიa. მათგან 360 მილიონი ადამიანი კირილიცას იყენებს. ჯერ კიდევ თორმეტი საუკუნის წინათ მათ წინაპრებს არც დამწერლობა ჰქონდათ და არც ანბანი. იმ მამაკაცებს, რომლებიც ამ სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარნენ მათ, კირილე და მეთოდე ერქვათ; ისინი ღვიძლი ძმები იყვნენ.
-
-
კირილე და მეთოდე — ბიბლიის მთარგმნელები, რომლებმაც ანბანი შეადგინესსაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მარტი
-
-
ჩნდება ანბანი და ბიბლიის თარგმანი
გამგზავრებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში კირილე თავისი მისიის შესასრულებლად მოემზადა; შეადგინა სლავებისთვის დამწერლობა. ამბობდნენ, რომ მას ფონეტიკა კარგად ესმოდა. ამიტომ ბერძნულისა და ებრაული ენების თავისებურებების გათვალისწინებით ის ცდილობდა, სლავური ენის ყოველი სამეტყველო ბგერისთვის ასო შეედგინაb. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ასეთი ანბანის შესაქმნელად ის გარკვეულ საწყისებს რამდენიმე წლის განმავლობაში ამუშავებდა. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელი ფორმის ანბანი შეადგინა კირილემ (იხილეთ ჩარჩო „კირილიცა თუ გლაგოლიცა?“).
-
-
კირილე და მეთოდე — ბიბლიის მთარგმნელები, რომლებმაც ანბანი შეადგინესსაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მარტი
-
-
[ჩარჩო 29 გვერდზე]
კირილიცა თუ გლაგოლიცა?
კირილეს მიერ შედგენილმა ანბანმა დიდი დავა გამოიწვია, რადგან ლინგვისტებმა არ იციან ზუსტად, რომელი ანბანი ეკუთვნის მას. ანბანი, რომელსაც კირილიცა ეწოდება, უფრო ახლოს არის ბერძნულ ანბანთან; სლავური ენის, სულ მცირე, თორმეტი დამატებითი ასო იქნა გამოგონილი, რომელთა ბგერებიც არ მოიპოვება ბერძნულში. მაგრამ ზოგიერთ უძველეს სლავურ ხელნაწერში ძალზე განსხვავებული შრიფტია გამოყენებული, რომელიც ცნობილია, როგორც გლაგოლიცა და ბევრ სწავლულს სჯერა, რომ ეს არის კირილეს მიერ შედგენილი შრიფტი. როგორც ჩანს, გლაგოლიცას მცირეოდენი თავისებურება ბერძნული ან ებრაული კურსივიდან მომდინარეობს; ზოგი შეიძლება შუასაუკუნეების დიაკრიტიკული ნიშნებიდან წარმოიქმნა, მაგრამ უმეტესობა ახლად შექმნილი და რთული ნახელავია. გლაგოლიცას მიიჩნევენ უაღრესად განსხვავებულ და ორიგინალურ ნაღვაწად. კირილიცამ ხელი შეუწყო თანამედროვე რუსულის, უკრაინულის, სერბულის, ბულგარულისა და მაკედონიური შრიფტების, გარდა ამისა, 22 ენის განვითარებას, რომელთაგანაც ზოგი სლავურ ენათა ჯგუფს არ მიეკუთვნება.
[კირილიცასა და გლაგოლიცას სიმბოლოების სურათი]
-