-
„ნემსის ყუნწში ძაფის გაყრა“გამოიღვიძეთ! — 2008 | ნოემბერი
-
-
[დიაგრამა⁄სურათი 15 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ფორბზი იალქნიანი გემით „მარკო პოლოთი“ (ზემოთ) ინგლისიდან ავსტრალიაში უმოკლესი გზით ჩავიდა
[დიაგრამა]
ძველი გზა
39-ე პარალელი
უმოკლესი გზა
სამხრეთის პოლარული წრე
ატლანტის ოკეანე
[რუკა]
ატლანტის ოკეანე
ინდოეთის ოკეანე
ანტარქტიდა
[საავტორო უფლება]
From the newspaper The Illustrated London News, February 19, 1853
-
-
„ნემსის ყუნწში ძაფის გაყრა“გამოიღვიძეთ! — 2008 | ნოემბერი
-
-
1852 წელს, როდესაც კაპიტანმა ჯეიმს (ბული) ფორბზმა მოკლე გზა აღმოაჩინა, მოგზაურობა შედარებით იოლი გახდა. ფორბზი არ წავიდა ძველი გზით 39-ე პარალელის მიმართულებით, რომელიც კვეთდა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილს და ავსტრალიაში ჩადიოდა. ეს გზა ერთი შეხედვით ავსტრალიაში ჩასასვლელად ყველაზე მოკლე ჩანდა. კაპიტანმა ფორბზმა ინგლისიდან გეზი შორეული სამხრეთისკენ აიღო, გვერდით ჩაუარა ანტარქტიდას და უმოკლესი გზით პირდაპირ ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩავიდა.b აისბერგებისა და დიდი ტალღების მიუხედავად ფორბზის გემი „მარკო პოლო“, რომლის ბორტზეც 701 იმიგრანტი იყო, სულ რაღაც 68 დღის შემდეგ მიადგა მელბურნის (ვიქტორიას შტატი) პორტს. მას ინგლისიდან ავსტრალიაში ჩასასვლელად იმ დროის ნახევარზე ნაკლები დასჭირდა, რასაც ძველი გზით სხვა გემები ანდომებდნენ. ამ გზის აღმოჩენა მართლაც დროული იყო, რადგან იმ პერიოდში ძალიან ბევრი ჩადიოდა ვიქტორიაში ოქროს საძიებლად. ამ ამბის გაგებამ ათასობით ადამიანს, ვინც ოქროს მოპოვებით იყო დაინტერესებული, ხელი შეუწყო, რომ დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში ემოგზაურათ.
-