-
დაიცავით ოჯახი გრიპისგანგამოიღვიძეთ! — 2010 | ივნისი
-
-
დაიცავით თავი გრიპისგან
მრავალი ქვეყნის მთავრობამ გრიპის ეპიდემიის დასამარცხებლად არაერთ ხერხს მიმართა. თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ? გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული სამი რჩევა.
აირჩიეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი. იზრუნეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრებმა კარგად გამოიძინონ და ჯანსაღი საკვები მიირთვან. კვების რაციონში უნდა შედიოდეს ახალი ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და ამინომჟავების შემცველი ცხოველური ცილები, რომლებიც იმუნურ სისტემას გაგიძლიერებთ.
დაიცავით თავი მიკრობებისგან. შეეცადეთ, დაიცვათ სისუფთავე. ყოველდღე კარგად გადაწმინდეთ მაგიდები. ყოველი გამოყენების შემდეგ დარეცხეთ ჭურჭელი და სამზარეულოს ნივთები. რეგულარულად გამოცვალეთ ლოგინის თეთრეული. დეზინფექცია გაუკეთეთ ყველაფერს, რასაც ეხებით, მაგალითად, კარის სახელურს, ტელეფონსა თუ დისტანციური მართვის პულტს. შეძლებისდაგვარად გაანიავეთ ოთახი.
ისწავლეთ პირადი ჰიგიენის დაცვა. კარგად დაიბანეთ ხელები საპნით ან გაიწმინდეთ სპირტის შემცველი ხელსახოცით (თუ შესაძლებელია, თან ატარეთ სადეზინფექციო ხსნარით სავსე პატარა ბოთლი). ნუ ისარგებლებენ სხვები შენი პირსახოცით, მათ შორის შენი ოჯახის წევრები.
დაუბანელ ხელებს ნუ მოისვამთ თვალებზე, ცხვირსა და პირზე. ხველებისა და ცემინების დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები და გამოყენებისთანავე გადააგდეთ. ნუ შეეხებით ისეთ საგნებს, რამაც შეიძლება ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი, მაგალითად, ტელეფონს. ასწავლეთ ბავშვებს ჰიგიენის დაცვა. კარგი ჩვევები ყოველთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე.
სხვებზეც იფიქრეთ
ვირუსული ინფექცია გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და ავად გახდომიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში. ვირუსული ინფექციის სიმპტომები ჩვეულებრივი გაციების მსგავსია, მაგრამ უფრო ინტენსიურია. ძირითადი სიმპტომებია: ტემპერატურა (ძირითადად მაღალი), თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე, მშრალი ხველა და კუნთების ტკივილი. სისველე ცხვირის ღრუში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება და დიარეა ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. თუ ასეთი სიმპტომები გექნებათ, დარჩით სახლში, რომ სხვებს არ გადასდოთ ვირუსი.
-
-
დაიცავით ოჯახი გრიპისგანგამოიღვიძეთ! — 2010 | ივნისი
-
-
[ჩარჩო⁄სურათები 28, 29 გვერდებზე]
6 როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები?
1. ხველების დროს პირზე რამე აიფარეთ
2. დაიბანეთ ხელები
3. გაანიავეთ ოთახი
4. დაიცავით სისუფთავე
5. თუ ავად ხართ, არ გახვიდეთ სახლიდან
6. მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს
-