საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ესტონეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • არაფორმალური ქადაგების მეთოდები

      რუსულ ენაზე მოლაპარაკე ძმები გაბედული და გულმოდგინე მქადაგებლები იყვნენ და ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ, რომ არაფორმალურადაც ექადაგათ ხალხისთვის. მაგალითად, ისინი ესაუბრებოდნენ ტურისტებს, რომლებიც ტალინში ტაძრების დასათვალიერებლად ჩადიოდნენ და ქადაგებდნენ მათთან. ხშირად ტურისტები ფიქრობდნენ, რომ ეს ძმები ექსკურსიამძღოლები იყვნენ და დიდი ყურადღებით უსმენდნენ.

      ზოგი და მატარებლებში ქადაგებდა. ისინი ყიდულობდნენ ბილეთებს ტარტუდან ტალინამდე და უკან. რვასაათიანი მგზავრობის დროს მათ დიდი დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ გასაუბრებოდნენ მგზავრებს და მათთვის სასიხარულო ცნობა გაეცნოთ.

      „ვლოცულობდი, რომ ბიბლიის შესწავლა მქონოდა“. — იხსენებს მარია პასეჩნიკი, რომელიც ესტონეთში ყაზახეთიდან გადავიდა. გარკვეული ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, სურსათის მაღაზიაში საათობით რიგში დგომისას ხალხისთვის ექადაგა.

      „ერთხელ, როდესაც რიგში ვიდექი, — განაგრძობს მარია, — ერთ ქალს გამოველაპარაკე და ნელ-ნელა ბიბლიაზე გადავიტანე საუბარი. როგორც გაირკვა, მას დიდად არ აინტერესებდა ეს საკითხი, მაგრამ წამიყვანა თავის ნაცნობებთან, გამაცნო და დამტოვა მათთან, რომ მესაუბრა, თვითონ კი წავიდა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ოთხი ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მათგან ერთ-ერთი ქალბატონი მოინათლა და დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას“.

  • ესტონეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ქადაგება აკრძალვის პერიოდში

      „სკოლაში სწავლისას, — იხსენებს ესტონეთის ფილიალის კომიტეტის წევრი, ლემბით რეილე, — თანაკლასელებს ფრთხილად ვესაუბრებოდი. სახლში ვეპატიჟებოდი ხოლმე ერთ ბიჭს და დიდი სიფრთხილით ვუქადაგებდი. სკოლის დამთავრებიდან ოცი წლის განმავლობაში ერთმანეთი აღარ გვენახა. ამას წინათ, როცა საჯარო მოხსენების წასაკითხად ჩავედი ჩემს მშობლიურ ქალაქში, აბა, თუ მიხვდებით ვინ დამხვდა კრებაზე? ვინ და, სწორედ ეს ჩემი თანაკლასელი. ის უკვე სწავლობდა ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან და ჩვენი შეხვედრიდან მალევე მოინათლა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!“

      რაკიღა ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო, ძმები სიფრთხილეს იჩენდნენ ქადაგებისას. ერთი უხუცესი იხსენებს, თუ როგორ ახერხებდნენ ამას: „ჯერ შევათვალიერებდით, ვინ იყო ჩვენს ირგვლივ და ვისთან იქნებოდა საუბრის დაწყება უსაფრთხო. წინდახედულობა უნდა გამოგვეჩინა უცნობებთან საუბრისას. გარკვეული დროის შემდეგ ხშირად უკვე შეგვეძლო ამოგვეცნო, თუ ვინ იყო კა-გე-ბეს ინფორმატორი. ეჭვს ვიღებდით იმაზე, ვინც ბევრს ან ხმამაღლა ლაპარაკობდა. ხშირად უფრო უსაფრთხო იყო მათთან საუბარი, ვინც ადვილად არ გვყვებოდა საუბარში. უფრო მეტად მათ ვესაუბრებოდით, ვინც კომუნისტურ მთავრობას არ უჭერდა მხარს ანუ ეგრეთ წოდებულ დისიდენტებს, რადგან ისინი შედარებით თავისუფალი აზროვნებით გამოირჩეოდნენ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება