-
შენ შეგიძლია აიტანო უსამართლობასაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აგვისტო
-
-
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც უსამართლობას შეხვდა, ნაბოთი იყო. ისრაელის მეფე ახაბის ცოლი, იზებელი, მას ვერაგულად მოექცა. მეფეს ძალიან უნდოდა ნაბოთის მიწის ნაკვეთის მისაკუთრება, რომელიც სასახლის გვერდით იყო. მაგრამ ნაბოთმა მეფეს უარი უთხრა, რადგან ისრაელებს მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების სამუდამოდ გაყიდვა ეკრძალებოდათ (ლევიანები 25:23). ახაბის ბოროტი ცოლის მითითებით ცრუ მოწმეებმა ნაბოთი ღვთისა და მეფის გმობაში დაადანაშაულეს. შედეგად ნაბოთი და მისი ვაჟები ჩაქოლეს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას გრძნობდა ნაბოთი, როცა ხალხი მის მოსაკლავად ქვებს იღებდა?! (1 მეფეები 21:1—14; 2 მეფეები 9:26).
-
-
შენ შეგიძლია აიტანო უსამართლობასაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აგვისტო
-
-
ახლა ნაბოთის შემთხვევას შევხედოთ იეჰოვას თვალით. ვინაიდან იეჰოვას შეუძლია მკვდრების აღდგენა, მისთვის ნაბოთი მაშინაც ცოცხალი იყო, როცა მისი უსიცოცხლო გვამი მიწაზე ეგდო (1 მეფეები 21:19; ლუკა 20:37, 38). ნაბოთი უნდა დაელოდოს იმ დროს, როცა იეჰოვა მას სიცოცხლეს დაუბრუნებს. მისთვის ეს დრო მალე გავა, რადგან მკვდრებმა არაფერი იციან (ეკლესიასტე 9:5). გარდა ამისა, იეჰოვამ შური იძია ახაბზე და მის სახლეულობაზე (2 მეფეები 9:21, 24, 26, 35, 36; 10:1—11; იოანე 5:28, 29).
-
-
შენ შეგიძლია აიტანო უსამართლობასაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აგვისტო
-
-
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
რას იგრძნობდა ნაბოთი, როცა საშინელ უსამართლობას წააწყდა?
-