საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ დაიწერა ღვთის ინსპირირებით ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივნისი
    • ღვთისგან ნაკარნახევი ცნობების ჩამწერებისგან განსხვავებით, ხილვებისა თუ სიზმრების მხილველ ან ბურანში მყოფ ბიბლიის მწერლებს ხშირად გარკვეული თავისუფლება ჰქონდათ თავიანთი სიტყვებით ნანახის აღსაწერად. აბაკუმისთვის ნათქვამი იყო: „ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა“ (აბაკუმი 2:2).

      ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ბიბლიის ეს ნაწილები გარკვეულწილად ნაკარნახევზე ნაკლებად ინსპირირებულია? არავითარ შემთხვევაში. სულიწმიდის საშუალებით იეჰოვამ ღრმად ჩაბეჭდა თავისი ცნობა თითოეული ჩამწერის გონებაში, რათა ღვთის აზრები გადმოეცათ და არა ადამიანის. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა შესაფერისი სიტყვების ამორჩევის ნებას რთავდა, ის ჩამწერთა გულსა და გონებას ხელმძღვანელობდა, რათა არც ერთი მნიშვნელოვანი ცნობა არ გამოტოვებულიყო და საბოლოოდ სათანადოდ ჩათვლილიყო ღვთის სიტყვებად (1 თესალონიკელთა 2:13).

  • როგორ დაიწერა ღვთის ინსპირირებით ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივნისი
    • თუმცა ბიბლიის მწერლები „სულიწმიდის მიერ [იყვნენ] აღძრულნი“, მათ გულდასმით უნდა ეფიქრათ აზრების ჩასაწერად. მაგალითად, სოლომონი „იკვლევდა, იძიებდა და თხზავდა იგავებს მრავალს. ეძებდა [ის] საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები“ (ეკლესიასტე 12:9, 10).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება