-
დაელოდეთ იეჰოვასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
b ეს ერთადერთი ადგილია ბიბლიაში, სადაც იეჰოვას „დიდებული მოძღვარი“ ეწოდება.
-
-
დაელოდეთ იეჰოვასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
«აღარ დაიმალება თქვენი მოძღვარი [„დიდებული მოძღვარი“, აქ] და იხილავენ თქვენს მოძღვარს თქვენი თვალები. თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ» (ესაია 30:20ბ, 21)b.
18 იეჰოვა „დიდებული მოძღვარია“. მას, როგორც მასწავლებელს, ბადალი არ ჰყავს. მაგრამ როგორ ‘იხილავს’ და ‘მოუსმენს’ ხალხი? იეჰოვა თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით გველაპარაკება, რომელთა სიტყვებიც ბიბლიაშია ჩაწერილი (ამოსი 3:6, 7). დღეს იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებს ბიბლიის კითხვისას თითქოს ღვთის ხმა ესმით. იეჰოვა თითქოს მამობრივი მზრუნველობით უჩვენებს მათ სწორ გზას და არიგებს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ შეძლონ ამ გზაზე სიარული. თითოეულმა ქრისტიანმა ყურადღებით უნდა უსმინოს იეჰოვას, რომელიც ბიბლიის ფურცლებიდან და „ერთგული და გონიერი“ მონის მიერ მოწოდებული ბიბლიური ლიტერატურის საშუალებით გველაპარაკება (მათე 24:45—47). ყველამ უნდა იკითხოს ბიბლია, რადგან ეს „სიცოცხლეა“ თითოეულისთვის (მეორე რჯული 32:46, 47; ესაია 48:17).
-