-
„არ დავთმობ უმწიკვლობას!“საგუშაგო კოშკი — 2019 | თებერვალი
-
-
რა იგულისხმება უმწიკვლობაში?
3. ა) რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ღვთის მსახური უმწიკვლოა? ბ) რომელი მაგალითები გვეხმარება უმწიკვლობის მნიშვნელობის გაგებაში?
3 ღვთის მსახურებთან მიმართებით სიტყვა „უმწიკვლობა“ ნიშნავს იეჰოვასადმი მთელი გულით სიყვარულსა და ურყევ ერთგულებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს უპირველესად ღვთის ნებას ვითვალისწინებთ. მოდი უფრო მეტი გავიგოთ დედნისეულ ენაში გამოყენებულ სიტყვაზე, რომელიც უმწიკვლობად ითარგმნა. ებრაულ ენაში ამ სიტყვის ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელობა არის: სრული, საღი ან მთელი. მაგალითად, ისრაელებს კანონი ავალდებულებდა, რომ იეჰოვასთვის მსხვერპლად საღი ცხოველი შეეწირათb (ლევ. 22:21, 22). ღვთის ხალხს ეკრძალებოდა ისეთი ცხოველის შეწირვა, რომელსაც ფეხი, ყური ან თვალი არ ჰქონდა; მათ არც სნეული ცხოველი უნდა შეეწირათ. იეჰოვასთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ცხოველი სრული, საღი ან მთელი ყოფილიყო (მალ. 1:6—9). რთული არ არის იმის მიხვედრა, რატომ ანიჭებს იეჰოვა დიდ მნიშვნელობას სისაღეს ან სისრულეს. მაგალითად, როცა რამეს ვყიდულობთ, იქნება ეს ხილი, წიგნი თუ ხელსაწყო, არ გვინდა, გაფუჭებული იყოს ან რაიმე აკლდეს. პირიქით, სანამ რამეს ვიყიდით, ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ ის სრული, საღი და მთელია. იეჰოვასაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს. როცა საქმე მისადმი სიყვარულსა და ერთგულებას ეხება, მას სურს, ის სრული, საღი და მთელი იყოს.
4. ა) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასრულყოფილ ადამიანსაც შეუძლია უმწიკვლობის შენარჩუნება? ბ) რას არ გვთხოვს იეჰოვა და, ფსალმუნის 103:12—14-ის თანახმად, რა არის ამის მიზეზი?
4 უნდა დავასკვნათ, რომ უმწიკვლობისთვის სრულყოფილება გვჭირდება? ჩვენ ხომ ძალიან შორს ვართ სრულყოფილებისგან — უამრავ შეცდომას ვუშვებთ და ბევრი ნაკლი გვაქვს. დავფიქრდეთ ორ მიზეზზე, თუ რატომ არ არის სრულყოფილება საჭირო უმწიკვლობის შესანარჩუნებლად. პირველი, იეჰოვა ჩვენს ნაკლოვანებებზე არ ამახვილებს ყურადღებას. მის სიტყვაში წერია: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!“ (ფსალმ. 130:3). მან იცის, რომ არასრულყოფილი, ცოდვილი ადამიანები ვართ, ამიტომ დიდსულოვნად გვპატიობს (ფსალმ. 86:5). მეორე, იეჰოვას ესმის, სად არის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი და იმაზე მეტს არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:12—14). მაშ რა გაგებით შეგვიძლია მის თვალში სრული, საღი ან მთელი ვიყოთ?
5. რატომ არის საჭირო ღვთის სიყვარული უმწიკვლობის შესანარჩუნებლად?
5 იეჰოვას მსახურებს უმწიკვლობის შენარჩუნებისკენ სიყვარული აღძრავს. ჩვენი ზეციერი მამისადმი სიყვარული და ერთგულება სრული, საღი და მთელი უნდა იყოს. ასეთი სიყვარული განსაცდელების დროს უმწიკვლობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (1 მატ. 28:9; მათ. 22:37).
-
-
„არ დავთმობ უმწიკვლობას!“საგუშაგო კოშკი — 2019 | თებერვალი
-
-
b ებრაული სიტყვა, რომელიც ცხოველებთან მიმართებით საღად ითარგმნა, იმ სიტყვის მონათესავეა, რომელიც ადამიანებთან მიმართებით უმწიკვლობად ითარგმნება.
-