საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „არ დავთმობ უმწიკვლობას!“
    საგუშაგო კოშკი — 2019 | თებერვალი
    • 7. როგორც იობის 1:8—11-დან ვიგებთ, რა განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ იობის უმწიკვლობაზე იეჰოვასა და სატანას?

      7 იობი ისრაელების ეგვიპტეში ყოფნის დროს ცხოვრობდა. მასზე უმწიკვლო იმ დროს არავინ იყო დედამიწაზე, თუმცა ჩვენ მსგავსად ისიც არასრულყოფილი იყო და შეცდომებს უშვებდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას უყვარდა იობი მისი უმწიკვლობის გამო. როგორც ჩანს, სატანა დასცინოდა იეჰოვას, რომ ადამიანები ვერ ინარჩუნებდნენ უმწიკვლობას. ამიტომ იეჰოვამ მისი ყურადღება იობისკენ მიმართა. სწორედ ამ კაცის ცხოვრება ამხელდა სატანას სიცრუეში! სატანამ მოითხოვა, რომ იობის ერთგულება გამოცდილიყო. იეჰოვა ენდობოდა თავის მეგობარს, ამიტომ სატანას მისი გამოცდის უფლება მისცა (წაიკითხეთ იობის 1:8—11).

      8. როგორ მიიტანა სატანამ იერიში იობზე?

      8 სატანა ბოროტი და კაცისმკვლელია. მან ხელყო იობის საკუთრება, გააღატაკა ის, დაუხოცა მსახურები და რეპუტაცია შეულახა. მან იერიში მიიტანა იობის ოჯახზე და ათივე შვილი მოუკლა. სატანამ ესეც არ იკმარა — ჯანმრთელობა შეურყია იობს და თავიდან ფეხებამდე დააწყლულა. მწუხარებისგან განადგურებულმა ცოლმა იობს უთხრა, დანებებულიყო, დაეგმო ღმერთი და მომკვდარიყო. იობიც ნატრობდა სიკვდილს, თუმცა მაინც ინარჩუნებდა უმწიკვლობას. შემდეგ სატანამ თავდასხმის სხვა მეთოდს მიმართა, რისთვისაც იობის სამი მეგობარი გამოიყენა. ეს მამაკაცები რამდენიმე დღეს დარჩნენ იობთან, თუმცა ოდნავადაც არ უციათ მისთვის ნუგეში. პირიქით, ისინი უგულოდ აკრიტიკებდნენ და ჭკუას ასწავლიდნენ მას. ეს ვაი-მეგობრები აცხადებდნენ, რომ მისი უბედურების უკან ღმერთი იდგა, რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებდა მისი უმწიკვლობა. ისინი იმასაც კი ამბობდნენ, რომ იობი ბოროტი იყო და ის მიიღო, რასაც იმსახურებდა! (იობ. 1:13—22; 2:7—11; 15:4, 5; 22:3—6; 25:4—6).

      9. რა არ გააკეთა იობმა განსაცდელების დროს?

      9 როგორ შეხვდა იობი ამდენ უბედურებას? ის არ იყო სრულყოფილი, ამიტომ გაბრაზებულმა უსაყვედურა თავის ვაი-ნუგეშისმცემლებს და დაუფიქრებლად ილაპარაკა, რაც მოგვიანებით ინანა. ის ღვთის სიმართლეზე მეტად საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა (იობ. 6:3; 13:4, 5; 32:2; 34:5). მაგრამ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი იობმა ზურგი არ შეაქცია იეჰოვას. მან არ დაიჯერა ვაი-მეგობრების სიცრუე და უთხრა მათ: „ვერ გიწოდებთ მართლებს, ხალხო! სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობ. 27:5). ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. იობმა შეასრულა თავისი ნათქვამი და ჩვენც შეგვიძლია იმავეს გაკეთება.

  • „არ დავთმობ უმწიკვლობას!“
    საგუშაგო კოშკი — 2019 | თებერვალი
    • როგორ შევინარჩუნოთ უმწიკვლობა ამ რთულ დროში

      11. რის სწავლა შეგვიძლია იობისგან?

      11 სატანა ამ „ბოლო დღეებში“ უფრო ინტენსიურად გვესხმის თავს (2 ტიმ. 3:1). რა შეგვმატებს ძალას, რომ ამ რთულ დროში არ დავთმოთ უმწიკვლობა? იობისგან ამ მხრივაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. სანამ სატანა განსაცდელებს დაატეხდა, იობს უკვე არაერთხელ ჰქონდა დამტკიცებული, რომ წესიერი და ერთგული ადამიანი იყო. განვიხილოთ იობის ცხოვრების სამი მხარე, რომლებიც უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილს გაგვიძლიერებს.

      ახალგაზრდა იობი თავის პატარებს იეჰოვას საოცარ შემოქმედებაზე ესაუბრება

      რა გაგვიძლიერებს უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილს? (იხილეთ აბზაცი 12)c

      12. ა) როგორც იობის 26:7, 8, 14-დან ჩანს, როგორ განივითარა იობმა იეჰოვასადმი მოწიწება და პატივისცემა? ბ) ჩვენ როგორ შეგვიძლია ღვთისადმი მოწიწების განვითარება?

      12 იეჰოვასადმი მოწიწებული შიშის განვითარებამ იობს მისადმი სიყვარული გაუძლიერა. იობი ხშირად ფიქრობდა იეჰოვას საოცარ შემოქმედებაზე (წაიკითხეთ იობის 26:7, 8, 14). მას შიშნარევი მოწიწება იპყრობდა, როცა დედამიწაზე, ცაზე, ღრუბლებსა და ჭექა-ქუხილზე ფიქრობდა, თუმცა აღიარებდა, რომ ძალიან ცოტა იცოდა იეჰოვას უკიდეგანო შემოქმედებაზე. ის იეჰოვას სიტყვების მიმართაც გრძნობდა მოწიწებას. „ვიცავ მისი ბაგით ნათქვამს“, — ამბობდა იობი ღვთის სიტყვებზე (იობ. 23:12). იობს აღაფრთოვანებდა იეჰოვას თვისებები და უდიდესი პატივისცემით განაწყობდა მის მიმართ. მას უყვარდა ზეციერი მამა და მის მოსაწონად მოქცევა სურდა. ამიტომ უფრო მეტად ცდილობდა, უმწიკვლო ყოფილიყო. ჩვენც იობის მსგავსად უნდა მოვიქცეთ. დღეს გაცილებით მეტი ვიცით იეჰოვას საოცარ შემოქმედებაზე, ვიდრე იობის დროს მცხოვრებმა ხალხმა იცოდა. გარდა ამისა, გვაქვს მთლიანი ბიბლია, რომელიც გვაცნობს იეჰოვას პიროვნებას. ეს ყველაფერი მის მიმართ მოწიწებას გვინერგავს. იეჰოვასადმი მოწიწება და პატივისცემა კი თავის მხრივ აღგვძრავს, გვიყვარდეს ის, დავემორჩილოთ და გავიძლიეროთ უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილი (იობ. 28:28).

      ძმა თვალს არიდებს პორნოგრაფიულ კადრებს, რომლებსაც თანამშრომლები აჩვენებენ

      პორნოგრაფიის ყურებაზე უარის თქმა გვეხმარება, ვიცხოვროთ უმწიკვლოდ (იხილეთ აბზაცი 13)d

      13, 14. ა) იობის 31:1-დან გამომდინარე, როგორ დაამტკიცა იობმა, რომ მორჩილი იყო? ბ) ჩვენ როგორ შეგვიძლია მივყვეთ მის მაგალითს?

      13 ღვთისადმი მორჩილება იობს უმწიკვლობის შენარჩუნებაში დაეხმარა. იობს ესმოდა, რომ უმწიკვლობა მორჩილებას მოითხოვდა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის, როცა ღვთისადმი მორჩილებას ვავლენთ, უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილი გვიძლიერდება. იობი ცდილობდა, ყველაფერში დამორჩილებოდა იეჰოვას. მაგალითად, საპირისპირო სქესთან მიმართებით დიდ სიფრთხილეს იჩენდა (წაიკითხეთ იობის 31:1). როგორც დაქორწინებულ მამაკაცს, ესმოდა, რომ არასწორი იქნებოდა, თუ მეუღლის გარდა სხვა ქალისადმი გამოიჩენდა რომანტიკულ ინტერესს. დღევანდელ ქვეყნიერებაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით სექსუალური უზნეობის ჩადენის ცდუნებას. მივბაძავთ იობს და შევეცდებით, რომ მეუღლის გარდა არავის მიმართ არ გამოვავლინოთ რომანტიკული ინტერესი? შევეცდებით, ნებისმიერ ვითარებაში ავარიდოთ თვალი გარყვნილ და პორნოგრაფიულ გამოსახულებებს? (მათ. 5:28). თუ ყოველდღე გავაკონტროლებთ საკუთარ თავს, უფრო მეტად შევძლებთ ჩვენი შინაგანი პიროვნების გაძლიერებას და უმწიკვლობის შენარჩუნებას.

      ძმა უარს ამბობს დიდი და ძვირადღირებული ტელევიზორის ყიდვაზე, რომელსაც გამყიდველი სთავაზობს

      მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის ქონა გვეხმარება, ვიცხოვროთ უმწიკვლოდ (იხილეთ აბზაცი 14)e

      14 იობი ღვთისადმი მორჩილებას მატერიალურ საკითხებთან მიმართებითაც ავლენდა. მას კარგად ესმოდა, რომ, თუ ქონებაზე დაამყარებდა იმედს, დიდ შეცდომას დაუშვებდა და სასჯელს დაიმსახურებდა (იობ. 31:24, 25, 28). დღეს სიმდიდრის მოყვარულ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. თუ გავითვალისწინებთ ბიბლიურ პრინციპებს და ფულსა თუ ქონებაზე სწორი შეხედულება გვექნება, უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილი გაგვიძლიერდება (იგავ. 30:8, 9; მათ. 6:19—21).

      ძმა ლოცულობს და სამოთხის შესახებ დაპირებაზე ფიქრობს

      იმედის ცოცხლად შენარჩუნება გვეხმარება, ვიცხოვროთ უმწიკვლოდ (იხილეთ აბზაცი 15)f

      15. ა) რა დაეხმარა იობს უმწიკვლობის შენარჩუნებაში? ბ) რატომ არის კარგი, თუ იეჰოვასგან ჯილდოს მიღების იმედს არ დავკარგავთ?

      15 იობს უმწიკვლობის შენარჩუნებაში ღვთის ჯილდოზე ფიქრი დაეხმარა. იობს სჯეროდა, რომ ღვთისთვის სულ ერთი არ იყო მისი უმწიკვლობა (იობ. 31:6). თავსდატეხილი არაერთი უბედურების მიუხედავად, ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა საბოლოოდ დააჯილდოებდა. სწორედ ეს იმედი ეხმარებოდა, რომ ღვთის თვალში შეუბღალავი დარჩენილიყო. იეჰოვა იმდენად გაახარა იობის ერთგულებამ, რომ უხვად აკურთხა იგი (იობ. 42:12—17; იაკ. 5:11). თუმცა ეს არაფერი იყო იმ კურთხევებთან შედარებით, რაც მას წინ ელის. მტკიცედ ხართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა თქვენც დაგაჯილდოებთ ერთგულებისთვის? ჩვენი ღმერთი არ შეცვლილა (მალ. 3:6). თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ იეჰოვა აფასებს უმწიკვლობას, ენით აუწერელი მომავლის იმედი ჩვენს გულებში მუდამ იბრწყინებს (1 თეს. 5:8, 9).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება