საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამშენებლო საქმიანობა, რომელიც განადიდებს იეჰოვას
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • მუშები, რომლებიც მზადყოფნას ავლენენ

      15—17. ა) ვინ ასრულებს მშენებლობის დროს საქმის დიდ ნაწილს? ბ) რა ისწავლეთ საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში მონაწილე წყვილების კომენტარებიდან?

      15 სამეფო და საკონგრესო დარბაზების, აგრეთვე ფილიალების მშენებლობის დროს საქმის დიდ ნაწილს ადგილობრივი და-ძმები ასრულებენ. თუმცა მათ ხშირად სხვა ქვეყნებიდან ჩასული გამოცდილი მშენებლები ეხმარებიან. ამ მოხალისეთაგან ზოგმა ისე დაგეგმა თავისი საქმეები, რომ საერთაშორისო პროექტებზე რამდენიმე კვირა ემუშავათ, სხვები კი მრავალი წლის მანძილზე მსახურობენ და ერთი პროექტიდან მეორეზე გადადიან.

      ტიმო და ლინა ლაპალაინენები

      ტიმო და ლინა ლაპალაინენები (იხ. აბზაცი 16)

      16 საერთაშორისო მშენებლობას თავისებური სირთულეები სდევს, თუმცა კურთხევებიც არ აკლია. მაგალითად, ტიმო და ლინა სამეფო და საკონგრესო დარბაზებისა და ფილიალების მშენებლობაში მონაწილეობდნენ აზიაში, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში. ტიმო ამბობს: „ბოლო 30 წელია, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას“. ლინა, რომელიც 25 წელიწადია ტიმოს ცოლია, ამბობს: „ტიმოსთან ერთად ათ ქვეყანაში ვიმსახურე. დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ახალ საკვებთან, კლიმატთან, ენასა და სამქადაგებლო ტერიტორიასთან შეგუება და ახალი მეგობრების გაჩენა“.c ღირდა კი ეს ძალისხმევად? ლინა ამბობს: „სირთულეების დაძლევას უდიდესი კურთხევები მოჰყვა. გამოვცადეთ ქრისტიანული სიყვარული და სტუმართმოყვარეობა და ვიგრძენით, რომ იეჰოვა სიყვარულით ზრუნავდა ჩვენზე. ჩვენი თვალით ვიხილეთ იესოს მიერ მარკოზის 10:29, 30-ში მოხსენიებული დაპირების შესრულება. ასმაგად მივიღეთ სულიერი და-ძმები და დედები“. ტიმო ამბობს: „ღრმა კმაყოფილების გრძნობას იწვევს ყველაზე აღმატებულ საქმეში, მეფის საკუთრების გაფართოებაში მონაწილეობა და საკუთარი უნარის გამოყენება“.

      17 დარენი და სარა, რომლებიც სამშენებლო პროექტებზე აფრიკაში, აზიაში, ცენტრალურ ამერიკაში, ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მსახურობდნენ, ფიქრობენ, რომ იმაზე მეტი მიიღეს, ვიდრე გასცეს. დარენი ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, „დიდი პატივია დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ძმებთან თანამშრომლობა“. ის დასძენს: „დავინახე, რომ ყველას იეჰოვას სიყვარული გვაერთიანებს“. სარა ამბობს: „ძალიან ბევრი რამე ვისწავლე სხვადასხვა კულტურის და-ძმებისგან. იეჰოვასადმი მსახურებაში მათ მიერ გაღებული მსხვერპლი აღმძრავს, კვლავაც საუკეთესო გავიღო მისთვის“.

  • სამშენებლო საქმიანობა, რომელიც განადიდებს იეჰოვას
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • c საერთაშორისო მსახურები და მოხალისეები თავიანთი დროის დიდ ნაწილს სამშენებლო ტერიტორიაზე ატარებენ, შაბათ-კვირასა და საღამოობით კი ადგილობრივ კრებებთან ერთად ქადაგებენ.

  • სამშენებლო საქმიანობა, რომელიც განადიდებს იეჰოვას
    ღვთის სამეფო მმართველობს!
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება