საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ფილონ ალექსანდრიელი წმინდა წერილებს საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევდა
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ივნისი
    • ახალი შეხედულება ძველ წერილებზე

      ალექსანდრიაში მცხოვრები მრავალი სხვა იუდეველის მსგავსად, ფილონისთვის მშობლიური ენა ბერძნული იყო. ამიტომ თავის გამოკვლევებს მან საფუძვლად დაუდო სეპტუაგინტა — ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი. სეპტუაგინტის ტექსტის შესწავლისას ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტექსტი ფილოსოფიურ ელემენტებს შეიცავდა და მოსე „გენიალური ფილოსოფოსი“ იყო.

      საუკუნეებით ადრე, ბერძენმა მოაზროვნეებმა აღმოაჩინეს, რომ თქმულებები ღმერთებსა და ქალღმერთებზე — მათ უძველეს მითოლოგიაში არსებულ გოლიათებსა და დემონებზე — ძნელად აღსაქმელი იყო. მათ ამ ძველი თქმულებების ახლებურად გადაკეთება დაიწყეს. ძველი ბერძნული კულტურის შემსწავლელმა მეცნიერმა, ჯეიმს დრამონდმა, მათი მეთოდების შესახებ აღნიშნა: „ფილოსოფოსი ეძებდა ძნელად მისაგნებ აზრს, რომელიც მითოლოგიური თქმულების სიღრმეში იმალებოდა და საშინელი უაზრობიდან და სისულელედან ასკვნიდა, რომ მათ ავტორებს, ალბათ, განზრახული ჰქონდათ, ზოგიერთი ღრმა აზრი ან ჭკუის სასწავლებელი ჭეშმარიტება დაენახვებინათ ამგვარი ფიგურალური ენის გამოყენებით“. ამ პროცესს ალეგორიული ინტერპრეტაცია ეწოდა და ფილონმაც წმინდა წერილების ასახსნელად მისი გამოყენება სცადა.

      მაგალითისთვის ვნახოთ დაბადების 3:21, სადაც ნათქვამია: „გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი“ (დაბადება 3:21). ბერძნებს მიაჩნდათ, რომ უზენაესი ღმერთისთვის ტანსაცმლის კეთება ღვთის ღირსებას არ შეეფერებოდა. ამიტომ, ფილონმა ამ მუხლს სიმბოლური ახსნა მოუძებნა და თქვა, რომ „ტყავის სამოსელი ჩვენი ნამდვილი კანის სიმბოლო იყო, ანუ, ასე ვთქვათ ჩვენს სხეულს განასახიერებდა; ღმერთმა ყველაზე უწინარეს შექმნა ინტელექტი, რომელსაც ადამი უწოდა; შემდეგ შექმნა გრძნობები, რომელთაც სიცოცხლე დაარქვა. საბოლოოდ კი, აუცილებლობის გამო, სხეულიც შექმნა, რომელსაც სიმბოლურად ტყავის სამოსელი უწოდა“. ამგვარად, ფილონმა სცადა ფილოსოფიური ახსნა მოეძებნა ადამისა და ევას შემოსვასთან დაკავშირებით ღვთის საქმიანობისთვის.

      განვიხილოთ აგრეთვე დაბადების 2:10—14, სადაც აღწერილია, თუ რა წყლის საშუალებით ირწყვებოდა ედემის ბაღი და მოხსენიებულია ოთხი მდინარე, რომლებიც ბაღიდან გაედინებოდა. ფილონი ცდილობდა დაენახა ის, რაც ამ სიტყვებს მიღმა იყო და ბაღის პეიზაჟის აღწერილობას ძალიან გასცდა. თავად ლანდშაფტის აღწერის შემდეგ მან თქვა: „შესაძლოა ამ მონაკვეთსაც ალეგორიული მნიშვნელობა აქვს; ეს ოთხი მდინარე ოთხ სათნოებაზე მიუთითებს“. ის ვარაუდობდა, რომ მდინარე ფიშონით წარმოდგენილი იყო კეთილგონიერება, მდინარე გიხონი თავშეკავების სიმბოლო იყო, ტიგროსი ასიმბოლოებდა სულის სიმტკიცეს, ხოლო ევფრატი სამართლიანობაზე მიუთითებდა. ასეთი სახით, სიმბოლიზმმა გეოგრაფია განდევნა.

      ფილონმა ალეგორიული ახსნა მოუძებნა შემოქმედების შესახებ ცნობას, კაენის მიერ აბელის მოკვლას, ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნას, ბაბილონში ენების არევას და მოსეს რჯულში ჩაწერილ მრავალ მითითებას. როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდანაც ჩანს, ხშირად ბიბლიაში ჩაწერილ მუხლებს პირდაპირი გაგებით იღებდა და შემდეგ მათი სიმბოლური მნიშვნელობის ახსნას იწყებდა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: „შესაძლოა, მართებული იყოს, რომ ამ ყველაფერს შევხედოთ, როგორც ალეგორიას“. სამწუხაროა, რომ ფილონის ნაშრომებში სიმბოლიზმმა წინა პლანზე წამოიწია და ამით წმინდა წერილებში ჩაწერილი ნათელი აზრები დაჩრდილა.

  • ფილონ ალექსანდრიელი წმინდა წერილებს საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევდა
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ივნისი
    • [ჩარჩო/სურათი 12 გვერდზე]

      ალეგორიული განმარტება დღეს

      ალეგორია, ჩვეულებრივ, ნიშნავს „აზრის იგავით, ქარაგმით, გადაკვრით გამოთქმას“. როგორც ცნობილია, ნაწარმოებები, რომლებშიც ალეგორია გამოიყენება, სიმბოლურად გამოთქმულ ძალიან ღრმა აზრებს შეიცავს, რომლებიც შენიღბულია. ფილონ ალექსანდრიელის მსგავსად, ზოგიერთი თანამედროვე რელიგიური წინამძღოლიც ალეგორიულ განმარტებებს იყენებს ბიბლიის ასახსნელად.

      მაგალითად, განვიხილოთ დაბადების 1—11 თავები, სადაც მოთხრობილია კაცობრიობის ისტორია შემოქმედებიდან ბაბილონის კოშკის მშენებლობისას ადამიანთა გაფანტვამდე. „ახალი ამერიკული ბიბლიის“ კათოლიკური თარგმანი ამ ნაწილის შესახებ ამბობს: „იმისათვის, რომ ამ თავებში ჩაწერილი ჭეშმარიტება გასაგები ყოფილიყო ისრაელებისთვის, რომელთაც უნდა შემოენახათ ის, საჭირო იყო ისინი ისეთი ენით დაწერილიყო, როგორიც, ჩვეულებრივ, მიღებული იყო იმ დროს ადამიანთა შორის. ამიტომ, საჭიროა ჭეშმარიტებას სრულად გავხადოთ ლიტერატურული სამოსი“. აქ საუბარია იმაზე, რომ დაბადების 1—11 თავები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ესე იგი, ტანსაცმლის მსგავსად, რომელიც სხეულს მალავს, ეს სიტყვები ღრმა აზრებს მალავენ.

      მაგრამ იესო ასწავლიდა, რომ დაბადების წიგნის ეს პირველი თავები პირდაპირი გაგებით შეესაბამებოდა ჭეშმარიტებას (მათე 19:4—6; 24:37—39). მოციქულებს, პავლეს და პეტრეს, ამგვარი შეხედულება ჰქონდათ მათზე (საქმეები 17:24—26; 2 პეტრე 2:5; 3:6, 7). ბიბლიის გულწრფელი მკვლევარები უარყოფენ ისეთ განმარტებებს, რომლებიც არ შეესაბამება მთლიანობაში ღვთის სიტყვას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება