-
როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომლებსაც კარდაკარ მსახურების დროს ვხვდებით?საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
როგორ დავიწყოთ მსჯელობა ბიბლიურ საკითხებზე?
8. რა მეთოდის გამოყენება ეხმარება სამეფოს ზოგ მაუწყებელს, რომ დაიწყონ მსჯელობა ბიბლიურ საკითხებზე?
8 მრავალ მაუწყებელს კარდაკარ მსახურების დროს ყველაზე მეტად საუბრის დაწყება უჭირს. ზოგ ტერიტორიაზე მართლაც რთულია მობინადრესთან საუბრის წამოწყება. ზოგი მაუწყებელი თავს უფრო დაჯერებულად გრძნობს, როდესაც შეთავაზებას კარგად შერჩეული რამდენიმე სიტყვით იწყებს და შემდეგ მობინადრეს ტრაქტატს აძლევს (ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მობინადრესთან საუბრის დაწყება, ნაჩვენებია თანდართულ ჩარჩოში). ტრაქტატის სათაურმა ან სურათმა შეიძლება მობინადრის ყურადღება მიიქციოს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მოკლედ ავუხსნათ მას ჩვენი მისვლის მიზანი და დავუსვათ შეკითხვა. აგრეთვე შეგვეძლო მობინადრისთვის სამი ან ოთხი ტრაქტატი გვეჩვენებინა და გვეკითხა, თუ რომელი საკითხი აინტერესებს ყველაზე მეტად. ცხადია, ჩვენი მიზანი უბრალოდ ტრაქტატების გავრცელება კი არ არის, არამედ ბიბლიურ საკითხზე მსჯელობის დაწყება, რითაც ბიბლიის შესწავლას ჩავუყრიდით საფუძველს.
-
-
როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომლებსაც კარდაკარ მსახურების დროს ვხვდებით?საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
როგორ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ბიბლიურ თემაზე
როგორ დავიწყოთ საუბარი:
◼ მისალმების შემდეგ შეგიძლიათ მობინადრეს ტრაქტატი მისცეთ და უთხრათ: „იმიტომ მოვედი თქვენთან, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე გამამხნევებელი აზრი გაგიზიაროთ“.
◼ ან ტრაქტატის შეთავაზების შემდეგ შეგეძლოთ გეთქვათ: „ცოტა ხნით შემოგიარეთ, რადგან მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამ საკითხზე“.
თუ მობინადრე ტრაქტატს აიღებს:
◼ ნუ დააყოვნებთ და ტრაქტატის სათაურიდან გამომდინარე დაუსვით კითხვა, რათა გაიგოთ მისი თვალსაზრისი.
◼ ყურადღებით მოუსმინეთ და შეეცადეთ გაიგოთ, რას ფიქრობს მობინადრე ამ კონკრეტულ საკითხზე. გამოთქმული აზრისთვის მადლობა გადაუხადეთ.
როგორ გავაგრძელოთ საუბარი:
◼ წაიკითხეთ და განიხილეთ ერთი ან მეტი ბიბლიური მუხლი და შეთავაზება ისე გააკეთეთ, რომ მობინადრის სიტუაციას მოარგოთ.
◼ თუ მობინადრე ინტერესს ავლენს, შესთავაზეთ ლიტერატურა და, სიტუაციიდან გამომდინარე, უჩვენეთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. საფუძველი ჩაუყარეთ განმეორებით მონახულებას.
-