საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ინტერესის აღმძვრელი შესავალი
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • ინტერესის აღმძვრელი შესავალი სამქადაგებლო მსახურების დროსაც არის საჭირო. თუ მობინადრე არ ელის შენს ვიზიტს, ის შეიძლება სხვა საქმით იყოს დაკავებული. ზოგ ქვეყანაში მიღებულია, რომ დაუპატიჟებელმა სტუმარმა მისვლისთანავე აუხსნას მობინადრეს სტუმრობის მიზანი. სხვაგან კი, ტრადიციის თანახმად, ჯერ ერთმანეთს ესალმებიან და მერე გადადიან საქმეზე (ლუკ. 10:5).

      ორივე შემთხვევაში, გულწრფელმა და მეგობრულმა დამოკიდებულებამ შეიძლება ისეთი ატმოსფერო შექმნას, რომ საუბარი კარგად აეწყოს. ხშირად უკეთესია, საუბარი იმით დავიწყოთ, რაც ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. როგორ მივხვდეთ, რა არის მისი საზრუნავი? დააკვირდი, რა საქმით იყო დაკავებული, სანამ გამოელაპარაკებოდი. შეიძლება ბაღში მუშაობდა, ეზოს ასუფთავებდა, ავტომობილს არემონტებდა, საჭმელს ამზადებდა, სარეცხს რეცხავდა ან ბავშვს აძინებდა. იქნებ გაზეთს კითხულობდა ან იმას აკვირდებოდა, რაც ქუჩაში ხდებოდა? რაიმე ნივთი ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ის თევზაობით, სპორტით, მუსიკით, მოგზაურობით, კომპიუტერით ან სხვა რამით არის გატაცებული? ბევრისთვის აქტუალური თემა რადიოთი ან ტელევიზიით გადმოცემული ახალი ამბავია. ასეთ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვა ან მოკლე კომენტარი შეიძლება სასიამოვნო საუბრის საწინდარი გახდეს.

      სამარიელ ქალთან იესოს საუბარი, რომელიც ქალაქ სიქართან ახლოს მდებარე ჭასთან შედგა, იმის შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საუბრის წამოწყება ქადაგების დაწყების მიზნით (იოან. 4:5—26).

      შესავალი კარგად უნდა მოამზადო, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენი კრების ტერიტორია ხშირად მუშავდება. სხვანაირად გაგიჭირდება ქადაგება.

  • ინტერესის აღმძვრელი შესავალი
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • როდესაც იესომ თავისი მოწაფეები საქადაგებლად გაგზავნა, ზუსტად აუხსნა, რა უნდა ეუწყებინათ ხალხისთვის: «„იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათ. 10:7). ჩვენი დროის შესახებ კი იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ“ (მათ. 24:14). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘ვიქადაგოთ სიტყვა’, რაც იმას ნიშნავს, რომ ქადაგებისას ბიბლიის გამოყენებით ვილაპარაკოთ (2 ტიმ. 4:2). მაგრამ სანამ ბიბლიას გადაშლიდე ან მსმენელის ყურადღებას სამეფოზე მიაპყრობდე, ხშირად საჭიროა, საუბარი რომელიმე საჭირბოროტო საკითხზე ჩამოაგდო. შეგიძლია შენი აზრი გამოთქვა დამნაშავეობაზე, უმუშევრობაზე, უსამართლობაზე, ომებზე, ახალგაზრდების პრობლემებზე, ავადმყოფობაზე ან სიკვდილზე. მაგრამ დიდხანს ნუ შეჩერდები ასეთ არასასიამოვნო თემებზე. გახსოვდეს, რომ სასიხარულო და იმედის მომცემი ცნობის მაუწყებელი ხარ. ეცადე, საუბარი ღვთის სიტყვაზე და სამეფოზე გადაიტანო.

  • ინტერესის აღმძვრელი შესავალი
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • ფართო აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ თუ პირადად ესაუბრები ვინმეს, ორივე შემთხვევაში, დაანახვე მსმენელს, რომ განსახილველი საკითხი უშუალოდ მას ეხება — ეს ინტერესის აღსაძრავად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ნათლად აჩვენე, როგორ არის შენი თემა დაკავშირებული მათ პრობლემებთან, მოთხოვნილებებთან და კითხვებთან. თუ ისინი თვალნათლივ დაინახავენ, რომ ზოგადი აზრებით შემოფარგვლის ნაცვლად კონკრეტულ საკითხებს შეეხები, უფრო დიდი ყურადღებით მოგისმენენ. ამისათვის კი კარგი მომზადებაა საჭირო.

  • ინტერესის აღმძვრელი შესავალი
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • სავარჯიშოები: 1) სამქადაგებლო მსახურებაში წასვლამდე მოამზადე ისეთი შესავალი, რომელიც დაკავშირებული იქნება სამეფოს შესახებ ცნობასთანაც და ადგილობრივ ტერიტორიაზე მომხდარ რაიმე ახალ ამბავთანაც. 2) გადახედე „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ხუთი ან ექვსი სტატიის პირველ აბზაცს. დაფიქრდი, რატომ არის ეფექტური თითოეული შესავალი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება