საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 7/14 გვ. 10-11
  • სტუმრად ირლანდიაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სტუმრად ირლანდიაში
  • გამოიღვიძეთ! — 2014
გამოიღვიძეთ! — 2014
g 7/14 გვ. 10-11
ირლანდიის სანაპირო ზოლი

ქვეყნები და ხალხები

სტუმრად ირლანდიაში

ირლანდიის რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ ირლანდიის რუკა

„ზურმუხტის კუნძული“ ორ ქვეყანას მოიცავს. კუნძულის დიდი ნაწილი უკავია ირლანდიის რესპუბლიკას, პატარა ნაწილი კი — გაერთიანებულ სამეფოში შემავალ ჩრდილოეთ ირლანდიას.

გიგანტების გზა

„გიგანტების გზა“

ირლანდიას „ზურმუხტის კუნძული“ უხვი წვიმების შედეგად წარმოქმნილი ხასხასა მწვანე საფარის გამო შეარქვეს. თვალწარმტაცი ტბები და მდინარეები, მთაგორიანი სანაპირო ზოლი და ბორცვები აქაურობას კიდევ უფრო ლამაზსა და შთამბეჭდავს ხდის.

ჩალით გადახურული კოტეჯი

ჩალით გადახურული კოტეჯი

ირლანდიელები მრავალჭირგამოვლილი ხალხია. მაგალითად, ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაახლოებით 1845—1851 წლებში ერთ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა მასიური შიმშილობითა და ავადმყოფობით, როდესაც კარტოფილის დაავადებამ მოსავალი გაანადგურა. სიღარიბისგან თავი რომ დაეღწიათ, მრავალი გადასახლდა ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და შეერთებულ შტატებში. დღეს დაახლოებით 35 მილიონი ამერიკელი თვლის, რომ ირლანდიური წარმომავლობა აქვს.

ირლანდიელები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. თავისუფალ დროს ცხენზე ჯირითითა და ისეთი სპორტული თამაშებით იქცევენ თავს, როგორიცაა: კრიკეტი, რაგბი, ფეხბურთი და გაელური ფეხბურთი. ქალები დიდი სიამოვნებით თამაშობენ გუნდურ თამაშს, კამოგს, რომელიც ბალახის ჰოკეის წააგავს.

ირლანდიელებს უყვართ მუსიკა და ერთმანეთთან მუსაიფი. ირლანდიური ცეკვები მთელ მსოფლიოშია განთქმული. ცეკვის დროს მოცეკვავეებს ტანი სწორად უჭირავთ, ფეხებით კი სწრაფ და ზუსტ მოძრაობებს აკეთებენ.

ირლანდიური ბენდი

ირლანდიური ბენდი

იეჰოვას მოწმეების ისტორია ირლანდიაში ას წელზე მეტს ითვლის. დღესდღეობით 6 000-ზე მეტი მოწმე აქტიურად არის ჩართული ბიბლიის სწავლების საქმეში.

1 კელტური არფა; 2 ირლანდიური გუდასტვირი; 3 ვიოლინო; 4 აკორდეონი; 5 სალამური; 6 დაირა

ტრადიციული ირლანდიური მუსიკალური ინსტრუმენტებია: კელტური არფა, ირლანდიური გუდასტვირი, ვიოლინო, აკორდეონი, სალამური და დაირა.

იცოდით თუ არა?

„გიგანტების გზა“ ჩრდილოეთ ირლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროზე წარმოიშვა უძველესი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ბაზალტის სვეტებისგან.

ზოგადი ცნობები

  • მოსახლეობა: ირლანდიის რესპუბლიკაში დაახლოებით 4,5 მილიონი; ჩრდილოეთ ირლანდიაში 1,8 მილიონამდე.

  • დედაქალაქი: ირლანდიის რესპუბლიკა — დუბლინი; ჩრდილოეთი ირლანდია — ბელფასტი.

  • ენები: ირლანდიური და ინგლისური

  • კლიმატი: ზომიერი, ხშირი წვიმებით

  • რელიგია: ირლანდიის რესპუბლიკაში ძირითადად კათოლიციზმი; ჩრდილოეთ ირლანდიაში კი — პროტესტანტიზმი და კათოლიციზმი

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება