საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო“
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 მარტი
    • 1956 წელს შემომთავაზეს საქადაგებლად ირლანდიაში გადავსულიყავი. ორ დასთან ერთად ქალაქ გოლუეიში გაგვგზავნეს. პირველივე დღეს კარდაკარ მსახურებისას მღვდელს გადავეყარე. რამდენიმე წუთში პოლიციელი გამოგვეცხადა და მე და ჩემი პარტნიორი განყოფილებაში წაგვიყვანა. მან ჩვენი სახელები და მისამართი ჩაიწერა და ტელეფონისკენ წავიდა. მის საუბარს ყური მოვკარით: „მამაო, გავიგე, სადაც ცხოვრობენ“. მივხვდით, რომ ეს პოლიციელი მღვდლის გამოგზავნილი იყო. ჩვენი ბინის პატრონი აიძულეს, რომ ბინიდან გავეშვით. ძმებმა გვირჩიეს, იქაურობა დაგვეტოვებინა. სადგურში 10 წუთის დაგვიანებით მივედით, მაგრამ მატარებელი ადგილზე დაგვხვდა. იქ ერთი კაცი იდგა, რომელსაც დავალებული ჰქონდა, გაეგო, ნამდვილად წავიდოდით თუ არა. არადა გოლუეიში სულ რაღაც სამი კვირის ჩასულები ვიყავით.

      ამჯერად ქალაქ ლიმერიკში გაგვგზავნეს, სადაც აშკარად იგრძნობოდა კათოლიკური ეკლესიის გავლენა. ხალხი ხშირად შეურაცხმყოფელი ფრაზებით გვამკობდა. ბევრს კარის გაღების ეშინოდა. გავიგეთ, რომ ერთი წლით ადრე მეზობელ ქალაქ კლუნლარაში ერთი ძმა უცემიათ. ამიტომ, ზემოხსენებულ კრისტოფერთან შეხვედრამ ძალიან გაგვახარა. მას ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა და გვთხოვა, კიდევ მივსულიყავით. როცა განმეორებით მივაკითხეთ, მის კართან უმალ მღვდელი გაჩნდა და კრისტოფერს მოსთხოვა, რომ სახლიდან გავეყარეთ. კრისტოფერმა უთხრა: „ეს ქალები მე დავპატიჟე, თანაც დაუკაკუნებლად არ შემოსულან. თქვენ კი დაუპატიჟებლად მოხვედით და არც კარზე დაგიკაკუნებიათ“. გაწბილებულმა მღვდელმა უსიტყვოდ დატოვა იქაურობა.

      მღვდელმა ბრბო შეკრიბა და კრისტოფერის სახლთან ჩაგვისაფრა. ჩვენმა მასპინძელმა იცოდა, რომ ისინი კარგ დღეს არ დაგვაყრიდნენ, ამიტომაც იჩენდა სიფრთხილეს. როგორც უკვე ვთქვი, კრისტოფერმა მანამ არ გამოგვიშვა, სანამ ბრბო არ დაიშალა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ კრისტოფერი და მისი ოჯახი აიძულეს, იქაურობა დაეტოვებინათ. ისინი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდნენ.

  • „იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო“
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 მარტი
    • ისევ ირლანდიაში

      ირლანდიაში 1959 წლის აგვისტოში ჩავედი და მსახურება დავიწყე დან-ლერის კრებაში. იმ პერიოდში ერიკი ინგლისში დაბრუნდა და ძალიან გაუხარდა, რომ მასთან ახლოს ვიყავი. მისიონერად მსახურება მასაც უნდოდა. რადგან ირლანდიაში მისიონერებს აგზავნიდნენ, მან იფიქრა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ იქ პიონერად იმსახურებდა. ის დან-ლერში გადმოვიდა საცხოვრებლად და 1961 წელს დავქორწინდით.

      ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ ერიკს მოტოციკლი გადაუბრუნდა და სერიოზულად დაშავდა. მან თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო; ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. სამი კვირის შემდეგ ერიკი საავადმყოფოდან გამოწერეს და ხუთი თვე ვუვლიდი სახლში, ვიდრე გამოკეთდებოდა. მე შეძლებისდაგვარად ვაგრძელებდი მსახურებას.

      1965 წელს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ სლაიგოში დაგვნიშნეს, სადაც მხოლოდ რვა მაუწყებელი იყო. სამი წლის შემდეგ უფრო ჩრდილოეთით, ლონდონდერიში გადავედით, სადაც ასევე პატარა კრება იყო. ერთ დღესაც მსახურებიდან რომ ვბრუნდებოდით, ჩვენს სახლთან ახლოს, გზაზე ეკლიანი მავთულის ღობე შევნიშნეთ. ჩრდილოეთ ირლანდიაში სამოქალაქო ომი იყო დაწყებული. ახალგაზრდებისგან შემდგარი ბანდები მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ. ქალაქის მოსახლეობა პროტესტანტებად და კათოლიკებად იყო გაყოფილი. გადაადგილება საშიში იყო.

      ქადაგება არეულობის პერიოდში

      ჩვენ ყველგან ვქადაგებდით. ვგრძნობდით, რომ ანგელოზები ჩვენ გვერდით იყვნენ. სასწრაფოდ ვტოვებდით ხოლმე იმ ადგილებს, სადაც მდგომარეობა იძაბებოდა და იქ მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის შემდეგ ვბრუნდებოდით. ჩვენს სახლთან ახლოს საღებავების მაღაზია იყო, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. ქარის გადმოტანილი ნამწვი ჩვენი ფანჯრის რაფაზე გროვდებოდა. გვეშინოდა, ცეცხლი ჩვენს სახლსაც არ წაკიდებოდა, ამიტომ მთელი ღამე თეთრად გავათენეთ. 1970 წელს ქალაქ ბელფასტში გადავედით. მალე შევიტყვეთ, რომ თურმე საღებავების მაღაზიისთვის ბენზინით სავსე ბოთლი უსვრიათ და ჩვენი ყოფილი სახლიც მთლიანად დამწვარიყო.

      ერთხელ მე და ერთი და მსახურებაში ვიყავით, როცა ერთი სახლის ფანჯრის რაფაზე უცნაური მილი შევამჩნიეთ. გზა განვაგრძეთ და რამდენიმე წუთში ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ. ხალხი გარეთ გამოცვივდა. მათ ეგონათ, რომ ბომბი ჩვენ დავდეთ. იქვე ჩვენი და ცხოვრობდა, რომელმაც დაგვინახა და სახლში შეგვიპატიჟა. ეს რომ მეზობლებმა დაინახეს, მიხვდნენ, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები არ ვიყავით.

      1971 წელს ლონდონდერიში ერთი დის მოსანახულებლად წავედით. როცა ვუთხარით, რომელი გზით მივედით, მან გვკითხა: „კი მაგრამ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არავინ იყო?“ ჩვენ ვუთხარით: „როგორ არა, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია“. ის გაოცებული გვიყურებდა. თურმე რამდენიმე დღის წინ ერთი ექიმისა და პოლიციელისთვის მანქანები წაურთმევიათ და დაუწვავთ.

      1972 წელს საქადაგებლად კორკში გადავედით, შემდეგ ნეისში და არკლოუში. 1987 წელს დაგვნიშნეს კასლბარში, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. აქ სამეფო დარბაზის მშენებლობაში მივიღეთ მონაწილეობა. 1999 წელს ერიკი სერიოზულად გახდა ავად. იეჰოვასა და კრების დახმარებით შევძელი მისი ფეხზე წამოყენება.

      მე და ერიკმა ორჯერ გავიარეთ პიონერული მსახურების სკოლა. ის დღემდე უხუცესად მსახურობს კრებაში. მე ართრიტის მწვავე ფორმა მაქვს და ორივე ბარძაყისა და მუხლის ოპერაცია გავიკეთე. რწმენის გამო მრავალი წინააღმდეგობა გადავიტანე, სერიოზული პოლიტიკური და სოციალური კრიზისის პერიოდში მომიწია ცხოვრება, მაგრამ ყველაზე მეტად იმასთან შეგუება გამიჭირდა, რომ მანქანას ვეღარ ვატარებ. ეს ნამდვილი გამოცდაა, რადგან ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. კრება ძალიან მეხმარება. დღეს ჯოხის დახმარებით დავდივარ, შორ მანძილზე კი სამთვლიანი ეტლით, რომელიც აკუმულატორზე მუშაობს.

      მე და ერიკმა სრული დროით მსახურებაში 50 წელზე მეტი გავატარეთ, აქედან 45 წელზე მეტი ირლანდიაში. მსახურება დღემდე არ შეგვიწყვეტია. სასწაულებს არ ველით, მაგრამ გვჯერა, რომ იეჰოვას ძლიერი ანგელოზები „დაბანაკებული არიან მის მოშიშთა და ერთგულთა გარშემო“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება