საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას განაჩენი გამოაქვს ერებისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • მოაბი გაცამტვერებულია

      9. რომელი ერისთვის გამოაქვს იეჰოვას მომდევნო განაჩენი და როგორ მტრობდა ეს ერი ღვთის ხალხს?

      9 მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით ისრაელის სხვა მეზობელი ქვეყანა მოაბია. ფილისტიმელებისგან განსხვავებით, მოაბელი ხალხი ისრაელის მონათესავეა, რადგან ისინი აბრაამის ძმისშვილის, ლოტის, შთამომავლები არიან (დაბადება 19:37). მიუხედავად ამისა, მოაბი გამუდმებით მტრობს ისრაელს. მაგალითად, მოსეს დროს მოაბის მეფემ წინასწარმეტყველი ბალაამი დაიქირავა ისრაელების დასაწყევლად. როდესაც ამანაც არ გაჭრა, მოაბმა უზნეობითა და ბაალის თაყვანისმცემლობით აცდუნა ისრაელი (რიცხვნი 22:4—6; 25:1—5). ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა ესაიას „მოაბის განაჩენის“ დასაწერად აღძრავს (ესაია 15:1ა).

      10, 11. რა მოელის მოაბს?

      10 ესაიას წინასწარმეტყველება მოაბის რამდენიმე ქალაქსა და მხარეს, მათ შორის ყარს, კირსა (კირ-ხარესეთს) და დიბონს, ეხება (ესაია 15:1ბ, 2ა).

  • იეჰოვას განაჩენი გამოაქვს ერებისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • ყეგლათ-შელიშია, რომლის სახელწოდებაც შეიძლება განიმარტოს როგორც „სამი წლის ფური“, ტკივილებით შეწუხებული დეკეულივით განწირული ხმით აბღავლდება (ესაია 15:5). გადახმება მოაბის ბალახი, როდესაც მოაბელთა სისხლის ღვრის გამო სისხლით აივსება „დიმონის წყლები“. „ნიმრიმის წყლები“ როგორც ფიგურალურად, ისე პირდაპირი გაგებით „გაოხრდება“, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მტერი ჩახერგავს მათ (ესაია 15:6—9).

      11 მოაბელები სირცხვილისა და გლოვის ნიშნად ჯვალოთი, სამგლოვიარო სამოსლით, შეიმოსებიან და თავებს გადაიპარსავენ. გარდა ამისა, დიდი მწუხარებისა და დამამცირებელი მდგომარეობის გამო წვერებს „მოიკვეცავენ“ (ესაია 15:2ბ—4).

  • იეჰოვას განაჩენი გამოაქვს ერებისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • თანამედროვე „მოაბი“ იღუპება

      13. რა შეიძლება შევადაროთ დღეს მოაბს?

      13 ძველ მოაბს ძლიერ ჰგავს დღევანდელი ქრისტიანული სამყარო, რომელიც „დიდი ბაბილონის“ ძირითადი შემადგენელი ნაწილია (გამოცხადება 17:5). მოაბელებიც და ისრაელებიც აბრაამის მამის, თერახის, შთამომავლები იყვნენ. ამნაირადვე, ცხებული ქრისტიანების კრებასთან ერთად ქრისტიანული სამყაროც აცხადებს, რომ ფესვები პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში აქვს გადგმული (გალატელთა 6:16). მაგრამ ქრისტიანული სამყარო მოაბივით გახრწნილია — მხარს უჭერს სულიერ უზნეობასა და ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, გარდა სხვა ღმერთებისადმი თაყვანისცემას (იაკობი 4:4; 1 იოანე 5:21). გარდა ამისა, ქრისტიანული სამყაროს ხელმძღვანელები წინააღმდეგობას უწევენ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მქადაგებლებს (მათე 24:9, 14).

      14. მიუხედავად იეჰოვას მიერ თანამედროვე „მოაბისთვის“ გამოტანილი განაჩენისა, რა იმედი არსებობს ამ ორგანიზაციის ცალკეული წევრებისთვის?

      14 საბოლოოდ, მოაბი განადგურდა. იგივე დაემართება ქრისტიანულ სამყაროსაც. იეჰოვა თანამედროვე „აშურს“ გამოიყენებს მის გასანადგურებლად (გამოცხადება 17:16, 17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება