საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას განაჩენი გამოაქვს ერებისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • მოაბელები იგლოვებენ კირ-ხარესეთის ქიშმიშის კვერების, შესაძლებელია, ქალაქის ძირითადი საკვები პროდუქტის გამო (ესაია 16:6, 7, აქ). სიბმა და იაყზერი, მევენახეობით ცნობილი ქალაქები, მთლიანად გაპარტახდება (ესაია 16:8—10).

  • იეჰოვას განაჩენი გამოაქვს ერებისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • ესაია დარწმუნებულია, რომ გარდაუვალია ამ განაჩენის აღსრულება. ამიტომაც სულით შეძრულია და ქნარის სიმებივით თრთის მისი შიგნეული მოაბის უბედურების მაუწყებელი ცნობის გამო (ესაია 16:11, 12).

      12. როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება მოაბთან დაკავშირებით?

      12 როდის შესრულდება ეს წინასწარმეტყველება? მალე. „ეს არის სიტყვა, რომელიც რა ხანია წარმოთქვა უფალმა მოაბზე. ახლა კი ასე ამბობს უფალი: სამ წელიწადში, ქირავნობის ვადაში, დამცირდება მოაბის დიდება, თუმცა დიდია სიმრავლე მათი და მცირედიღა იქნება ნარჩომი, არად ჩასაგდები“ (ესაია 16:13, 14). არქეოლოგიური მონაპოვარი ადასტურებს, რომ ეს წინასწარმეტყველება ზუსტად შესრულდა — ძვ. წ. VIII საუკუნეში მოაბი მთლიანად გაპარტახდა და მრავალი მისი მხარე გაუკაცრიელდა. ტიგლათფილესერ III მოაბის მეფეს, სალამანუს, იმ მეფეთა შორის იხსენიებს, რომლებიც ხარკს უხდიდნენ მას. სანხერიბი კი ხარკს მოაბის მეფე კამუსუნადბისგან იღებდა. აშურის მეფეები ესარხადონი და ასურბანიფალი მოაბის მეფეებს მუზურისა და კამასჰალტუს თავიანთ ქვეშევრდომებად იხსენიებენ. საუკუნეების წინათ მოაბს, როგორც ერს, ბოლო მოეღო. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, როგორც ფიქრობენ, ძველი მოაბის ქალაქების ნანგრევები, მაგრამ ისრაელის ამ ოდესღაც ძლიერ მტერთან დაკავშირებული არქეოლოგიური მონაპოვარი დღემდე მეტად მწირია.

  • იეჰოვას განაჩენი გამოაქვს ერებისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • მაგრამ თანამედროვე „მოაბელები“ უიმედოდ არ არიან დატოვებული. მოაბის შესახებ წინასწარმეტყველებაში ესაია ამბობს: „წყალობით დამყარდება ტახტი და რწმენით დაჯდება მასზე დავითის კარავში მსაჯული, მსჯავრის მძებნელი და მოსწრაფე სამართლის ქმნაში“ (ესაია 16:5). 1914 წელს იეჰოვამ ტახტზე აიყვანა იესო — მეფე დავითის საგვარეულო ხაზით მოსული მმართველი. იესოს მეფობა იეჰოვას წყალობაა და მეფე დავითთან დადებული აღთქმიდან გამომდინარე, მას არ ექნება დასასრული (ფსალმუნი 71:2; 84:11, 12; 88:4, 5; ლუკა 1:32). დღეს მრავალი ღვთისმოშიში ადამიანი გამოდის თანამედროვე „მოაბიდან“ და იესო ქრისტეს აღიარებს თავის მმართველად, რასაც მათთვის სიცოცხლის მოტანა შეუძლია (გამოცხადება 18:4). რა სასიხარულოა მათთვის იმის ცოდნა, რომ იესო ‘სამართალს აუწყებს ხალხებს’ (მათე 12:18 სსგ; იერემია 33:15).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება