საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ძველი დროის წინასწარმეტყველი თანამედროვე ცნობით
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • a ესაიას მამა, ამოცი, არ უნდა აგვერიოს ბიბლიის წიგნის „ამოს წინასწარმეტყველის“ დამწერ ამოსში, რომელიც ყუზიას მეფობის დასაწყისში წინასწარმეტყველებდა.

  • ძველი დროის წინასწარმეტყველი თანამედროვე ცნობით
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • მშფოთვარე დღეებში მცხოვრები მართალი კაცი

      4. ვინ იყო ესაია და როდის წინასწარმეტყველებდა იეჰოვას სიტყვებს?

      4 წიგნის პირველ მუხლში ესაია თავს „ამოცის ძედ“a გვაცნობს და გვაუწყებს, რომ ღვთის სიტყვებს წინასწარმეტყველებდა „იუდას მეფეების — ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიაჰუს დროს“ (ესაია 1:1). აქედან გამომდინარე, ესაია, სულ მცირე, 46 წლის მანძილზე მაინც გადასცემდა იუდაელებს ღვთის ცნობას. როგორც ჩანს, მას მსახურება ყუზიას მეფობის ბოლოს — ძვ. წ. 778 წელს — უნდა დაეწყო.

      5, 6. რა არის ცნობილი ესაიას ოჯახის შესახებ და საიდან ვიცით ეს?

      5 სხვა წინასწარმეტყველთა შესახებ ცნობილ ფაქტებთან შედარებით, ესაიას პირად ცხოვრებაზე მხოლოდ მცირეოდენი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის დაოჯახებული იყო და თავის ცოლს «ქადაგად [„წინასწარმეტყველად“, აქ]» მოიხსენიებდა (ესაია 8:3). მაკკლინტოკისა და სტრონგის „ბიბლიური, თეოლოგიური და საეკლესიო ლიტერატურის ენციკლოპედიის“ თანახმად, აქედან ცხადი ხდება, რომ ესაიას ოჯახური ცხოვრება „არათუ შეთანხმებული, არამედ მჭიდროდ დაკავშირებული იყო მის მსახურებასთან“. როგორც ჩანს, ძველ ისრაელში მცხოვრები ზოგი ღვთისმოშიში ქალის მსგავსად, ესაიას ცოლიც ღვთის წინასწარმეტყველი იყო (მსაჯულნი 4:4; მეოთხე მეფეთა 22:14).

      6 ესაიას და მის ცოლს, სულ მცირე, ორი ვაჟი მაინც უნდა ჰყოლოდათ. ორივეს წინასწარმეტყველური მნიშვნელობის მქონე სახელები ერქვათ. უფროსი ვაჟი, შეარ-იაშუბი, თან ახლდა ესაიას, როდესაც ის ბოროტ მეფე ახაზს ღვთის ცნობას გადასცემდა (ესაია 7:3). ცხადია, ესაია და მისი მეუღლე ოჯახში პირველ ადგილზე აყენებდნენ ღვთისადმი თაყვანისცემას. ამ მხრივ მათ შესანიშნავი მაგალითი დაუტოვეს დღევანდელ წყვილებს!

  • ძველი დროის წინასწარმეტყველი თანამედროვე ცნობით
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • [ჩარჩო/სურათი 7 გვერდზე]

      ვინ იყო ესაია?

      სახელის მნიშვნელობა: „იეჰოვას მიერ ხსნა“.

      ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, ჰყავდა სულ მცირე ორი ვაჟი.

      საცხოვრებელი ადგილი: იერუსალიმი.

      მსახურების წლები: სულ ცოტა 46 წელი, დაახლოებით ძვ. წ. 778 წლიდან ძვ. წ. 732 წლამდე.

      მისი თანამედროვე მეფეები იუდაში: ყუზია, იოთამი, ახაზი, ხიზკიაჰუ.

      მისი თანამედროვე წინასწარმეტყველები: მიქა, ოსია, ყოდედი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება