-
ნუგეში ღვთის ხალხისთვისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
მე დამენდობიან ზღვისპირელნი და ჩემი მკლავის იმედი ექნებათ“ (ესაია 51:4, 5).
-
-
ნუგეში ღვთის ხალხისთვისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
9. ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხის გარდა, ვის მოუტანს სარგებლობას იეჰოვას უნარი, რომელსაც თავისი მსახურების სახსნელად იყენებს?
9 ეს ყოველივე მხოლოდ ღმერთთან კავშირით შეკრულ ერს კი არა, სათანადოდ განწყობილ ყველა ადამიანს, შორეული ზღვისპირეთის მცხოვრებლებსაც კი ეხება. მათ არასდროს გაუცრუვდებათ იმედი, თუ მიენდობიან იეჰოვასა და მის უნარს, რომელსაც ის თავისი ერთგული მსახურების სასიკეთოდ და სახსნელად იყენებს. ღვთის ძალა, ანუ სიძლიერე, რომელიც მისი მკლავით არის წარმოდგენილი, საიმედოა; მას წინ ვერავინ აღუდგება (ესაია 40:10; ლუკა 1:51, 52). დღესაც ღვთის ისრაელის დარჩენილი წევრების გულმოდგინე სამქადაგებლო მსახურებამ მილიონობით ადამიანს, მათ შორის ზღვის შორეული კუნძულების მკვიდრთ, იეჰოვასთან დაახლოების შესაძლებლობა მისცა და მისადმი რწმენა ჩაუნერგა.
-