საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბედნიერია ის, ვისი ღმერთიც იეჰოვაა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 აგვისტო
    • გაოცებული ვიყავი იმის დანახვით, თუ როგორ აღწევდა ჭეშმარიტება უკიდურეს ჩრდილოეთში. ერთხელ მე და ვოლტერ ლიუკოვიცი ლოუერ პოსტთან (ბრიტანეთის კოლუმბია, ეს სოფელი ალასკის გზატკეცილზე, იუკონის საზღვრის მახლობლად მდებარეობს) ერთ ღარიბულ ქოხს მივადექით. მივხვდით, რომ იქ ვიღაც ცხოვრობდა, რადგან პატარა ფანჯრიდან მკრთალი შუქი გამოდიოდა. დაახლოებით საღამოს ცხრა საათი იყო. კარზე დავაკაკუნეთ. ქოხიდან მამაკაცის ხმამ გამოგვძახა, მობრძანდითო, და ჩვენც არ დავაყოვნეთ. შევედით თუ არა სახტად დავრჩით: ორსართულიან საწოლზე ხანში შესული მამაკაცი წამოწოლილიყო და „საგუშაკო კოშკს“ კითხულობდა. მას ამ ჟურნალის უფრო ახალი ნომერი ჰქონდა, ვიდრე ჩვენ გვინდოდა, რომ შეგვეთავაზებინა. მამაკაცმა აგვიხსნა, რომ ჟურნალი საჰაერო ფოსტით მიიღო. რადგან ამ დროს კრებიდან რვა დღეზე მეტის წამოსულები ვიყავით, ჟურნალების ბოლო ნომრები ჯერ არ გვქონდა. მამაკაცი ფრედ ბერგად გაგვეცნო. უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც მას ჩვენი ჟურნალები ჰქონდა გამოწერილი. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეებს ამჯერად პირველად შეხვდა. ფრედმა ღამე თავის ქოხში გაგვათევინა. ღამის განმავლობაში მრავალ ბიბლიურ სწავლებაზე ვესაუბრეთ და მოვილაპარაკეთ, რომ მასთან მივიდოდნენ ის მოწმეები, რომლებსაც ამ გზაზე რეგულარულად უწევდათ სიარული.

  • ბედნიერია ის, ვისი ღმერთიც იეჰოვაა
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 აგვისტო
    • იმ მოშორებულ ადგილებში, ისევე როგორც სხვაგან, შესანიშნავად ჩანდა, რომ იეჰოვა გულმოწყალეა ყველას მიმართ და ღვთის სული მოქმედებს მარადიული სიცოცხლისთვის სწორად განწყობილი ადამიანების გონებასა და გულებზე. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ჰენრი ლეპინი დოსონ–სიტიდან (იუკონი, დღეს ამ ქალაქს დოსონი ეწოდება). ჰენრი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდა. ის 60 წელზე მეტი იყო, რაც ოქროს მოპოვების ადგილას ცხოვრობდა და იქიდან არსად გასულა. მაგრამ იეჰოვას სულმა ეს 84 წლის კაცი აღძრა, 1600 კილომეტრი გაევლო (მხოლოდ ერთი მიმართულებით), რათა ანკორიჯიში სარაიონო კონგრესს დასწრებოდა, თუმცა მანამდე კრების შეხვედრებზე ერთხელაც არ ყოფილა. ის აღფრთოვანებული იყო პროგრამით და ძალიან ნასიამოვნები დარჩა ქრისტიანებთან ურთიერთობით. დოსონ–სიტიში დაბრუნების შემდეგ, ჰენრი სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული დარჩა. ჰენრის ბევრ ნაცნობს აინტერესებდა, რამ აღძრა ეს ხანდაზმული კაცი ასე შორ გზას დასდგომოდა. ამის შედეგად რამდენიმე ხანდაზმულმა ადამიანმა ჭეშმარიტება მიიღო. ამგვარად, ჰენრიმ თავისი მოქმედებით შესანიშნავად დაუმოწმა სხვებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება