-
რატომ ღირს ბიბლიის კვლევა?საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 თებერვალი
-
-
პირველი მაგალითი ჩაწერილია 1 მატიანეს 29-ე თავის 26-ე და 27-ე მუხლებში. ნახეთ, რა წერია: „დავითი, იესეს ვაჟი, მეფობდა მთელ ისრაელზე. ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, შვიდ წელიწადს ხებრონიდან, ოცდაცამეტ წელიწადს — იერუსალიმიდან“.
ირაკლი: აქ საიდან ჩანს, რომ ბიბლია ისტორიულად ზუსტი წიგნია?
გოჩა: ერთ დროს კრიტიკოსებს ეგონათ, რომ მეფე დავითი სინამდვილეში არ არსებობდა.
ირაკლი: მართლა? რატომ ეპარებოდათ ეჭვი მის არსებობაში?
გოჩა: იმიტომ, რომ ბიბლიის გარდა ძალიან ცოტა რამ მოწმობდა მის არსებობაზე. მაგრამ 1993 წელს არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა ძალიან ძველი ქვა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფრაზა, რაც ითარგმნება, როგორც „დავითის სახლი“.
-