საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიახლე შუა კვირის შეხვედრის პროგრამაში
    ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — 2017 | დეკემბერი
    • ქუსლის ძვალში გაყრილი ლურსმანი

      ქუსლის ძვალში გაყრილი ლურსმანი

      ფოტოზე ასახულია ადამიანის ქუსლის ძვალში გაყრილი 11,5 სანტიმეტრი სიგრძის რკინის ლურსმანი. ეს არის ზუსტი ასლი იმ არქეოლოგიური არტეფაქტისა, რომელიც 1968 წელს იერუსალიმის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს და რომელიც რომის იმპერიის მმართველობის ეპოქას მიეკუთვნება. ეს არქეოლოგიური აღმოჩენა ადასტურებს, რომ რომაელები, როგორც ჩანს, სიკვდილმისჯილებს ლურსმნებით აჭედებდნენ ხის ძელზე. შესაძლოა სწორედ ასეთი ლურსმნებით მიაჭედეს იესო ქრისტე ძელზე რომაელმა ჯარისკაცებმა. ეს არტეფაქტი აღმოჩენილ იქნა ქვის ყუთში, ეგრეთ წოდებულ ოსუარიუმში, სადაც ინახავდნენ მიცვალებულის ძვლებს სხეულის გახრწნის შემდეგ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ, ვისაც ძელზე სიკვდილით სჯიდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში სამარხში ასვენებდნენ (მათ. 27:35).

  • სიახლე შუა კვირის შეხვედრის პროგრამაში
    ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — 2017 | დეკემბერი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება