საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მეთევზე
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აგვისტო
    • უამრავი თევზი დაიჭირეს

      დღეს ისევე, როგორც პირველ საუკუნეში, თევზის სიუხვით გამოირჩევა გალილეის ზღვის ის ადგილები, სადაც მას წყაროები და მდინარეები უერთდება. სწორედ შესართავთა სათავეებთან ხვდება წყალში მცენარეული ნეშომპალა, რომლითაც თევზები იკვებებიან.

  • პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მეთევზე
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აგვისტო
    • შემდეგ მეთევზეები ნაპირზე გაათრევდნენ სავსე ბადეს და დაჭერილ თევზს ახარისხებდნენ. მათ კარგი თევზი სპეციალურ ჭურჭელში გადაჰქონდათ. ზოგს იქვე ცოცხლად ყიდიდნენ, ხოლო უმეტესობას აშრობდნენ და ამარილებდნენ ან თიხის ვიწროყელიან ჭურჭელში ინახავდნენ. ხშირად თევზი იერუსალიმში ჩაჰქონდათ და სხვა ქვეყნებშიც გაჰქონდათ. ზღვის ისეთი ბინადრები, რომლებსაც არ ჰქონდა ფარფლი და ქერცლი, უწმინდურად ითვლებოდა და იყრებოდა. მაგალითად, ასეთი იყო გველთევზა (ლევიანები 11:9—12).

  • პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მეთევზე
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აგვისტო
    • პირველი საუკუნის მეთევზის ბადეში სხვა ჯიშის თევზებთან ერთად ყველაზე მეტად გალილეური ტილაპიის სახელით ცნობილი თევზი ხვდებოდა. ეს თევზი გალილეველთა კვების ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. როგორც ჩანს, იესოც ამ გემრიელ თევზს შეექცეოდა ხოლმე; შესაძლოა მან სასწაულებრივად სწორედ ორი გამხმარი და დამარილებული ტილაპიით უმასპინძლა ათასობით მშიერ კაცს (მათე 14:16, 17; ლუკა 24:41—43). ამ ჯიშის თევზს კიდევ ერთი უჩვეულო რამ ახასიათებს: ეს თევზი ხშირად თავის პატარა ლიფსიტას პირით დაატარებს. თუ ლიფსიტა არა, მას შეიძლება კენჭი ედოს პირში. სავსებით შესაძლებელია, რომ მის პირში ბრჭყვიალა მონეტაც კი აღმოჩნდეს, რომელიც ხშირად ზღვის ფსკერზეა (მათე 17:27).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება