საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იმედისმომცემი ცნობა გულგატეხილი ტყვეებისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 1. აღწერეთ ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდაელთა მდგომარეობა.

      იუდა მძიმე მდგომარეობაში იყო. ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხი სამშობლოს იყო მოწყვეტილი და ბაბილონის ტყვეობაში იტანჯებოდა. ისინი გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდნენ და შეეძლოთ ყოველდღიური საქმეებით დაკავებულიყვნენ (იერემია 29:4—7). ზოგი ახალ ხელობას ეუფლებოდა, ზოგი კი ვაჭრობას იწყებდაa (ნეემია 3:8, 31, 32). მიუხედავად ამისა, იუდაელი ტყვეებისთვის ცხოვრება ადვილი არ იყო. ისინი როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ვნახოთ როგორ.

      2, 3. რა გავლენა მოახდინა ტყვეობამ იეჰოვასადმი იუდაელთა თაყვანისცემაზე?

      2 როდესაც ბაბილონელთა ჯარებმა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი დაანგრიეს, მათ მხოლოდ ერს კი არა, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასაც მიაყენეს დარტყმა. მათ გაძარცვეს და იავარყვეს იეჰოვას ტაძარი და თითქმის სრულიად მოსპეს სამღვდელოება, როდესაც ლევის ტომიდან ზოგი ტყვედ წაიყვანეს, ხოლო ზოგიც მოკლეს. თაყვანისმცემლობის ადგილის, სამსხვერპლოსა და ორგანიზებული სამღვდელოების გარეშე იუდაელებისთვის შეუძლებელი იყო ჭეშმარიტი ღმერთისთვის რჯულის მიხედვით მსხვერპლის შეწირვა.

      3 მიუხედავად ამისა, ღვთის ერთგულ იუდაელებს შეეძლოთ არ დაეკარგათ თავიანთი რწმენა — არ დაევიწყებინათ წინადაცვეთა და შეძლებისდაგვარად მიჰყოლოდნენ რჯულს. მაგალითად, მათ შეეძლოთ მორიდებოდნენ აკრძალულ საკვებს და დაეცვათ შაბათი. მაგრამ ამგვარად მოქმედებით დაცინვას ვერ გაექცეოდნენ, რადგან ბაბილონელთათვის სისულელე იყო იუდაელთა რელიგიური რიტუალები. ტყვეების გულგატეხილობა კარგად ჩანს ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდან: „ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო! ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები. რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა“ (ფსალმუნი 136:1—3).

      4. რატომ იქნება იუდაელთათვის უსარგებლო სხვა ერებზე ხსნის იმედის დამყარება, მაგრამ ვის უნდა მიმართონ მათ დახმარებისთვის?

      4 ვისთვის უნდა მიემართათ იუდაელ ტყვეებს ნუგეშსაცემად? ვინ იხსნიდა მათ? ცხადია, ვერც ერთი მეზობელი ერი! ყველა ეს ერი უძლური იყო ბაბილონის ჯარების წინაშე და ბევრი მათგანი მტრულად იყო განწყობილი იუდაელთა მიმართ. მაგრამ მდგომარეობა არ ყოფილა გამოუვალი. იეჰოვა, რომელსაც ტყვეობამდე აუჯანყდნენ, მთელი გულით იწვევდა მათ თავისთან, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეობაში იყვნენ.

  • იმედისმომცემი ცნობა გულგატეხილი ტყვეებისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • a ძველი ბაბილონის მრავალ სავაჭრო ჩანაწერში ბევრი იუდაელის სახელია მოხსენიებული.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება