საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოზე შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ნოემბერი
    • ახლო აღმოსავლეთმა მსოფლიოს ყურადღება 1948 წლის მაისშიც მიიპყრო. მაშინ, 62 წლის წინ, იწურებოდა ბრიტანეთის მანდატი მაშინდელ პალესტინაზე. ომი გარდაუვალი ჩანდა. ერთი წლით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მიიღო, ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილზე დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფო შექმნილიყო. გარშემო მცხოვრებმა არაბმა ხალხმა ფიცი დადო, რომ ამას არასგზით არ დაუშვებდნენ. „გამყოფ ხაზზე ცეცხლის სროლა და სისხლის ღვრა არ შეწყდება“, — ასეთი განცხადება გააკეთა არაბთა ლიგამ.

      1948 წლის 14 მაისს, პარასკევს, დღის 4 საათზე ბრიტანეთის მანდატი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. თელ-ავივის მუზეუმში გამართულ სახალხო კრებაზე 350 კაცი ფარულად იყო მიწვეული, სადაც მოუთმენლად ელოდნენ თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოდ აღიარების ოფიციალურად გამოცხადებას. მოწინააღმდეგეებს შეხვედრა რომ არ დაერბიათ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო.

      „ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დეკლარაცია“ ისრაელის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა დავით ბენ-გურიონმა წაიკითხა. ნაწყვეტი დეკლარაციიდან: „ჩვენ, სახალხო საბჭოს წევრები, ებრაული საზოგადოების ერეც ისრაელის წარმომადგენლები . . . ჩვენი ბუნებრივი და ისტორიული უფლებების საფუძველზე და გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ვაცხადებთ, ერეც ისრაელში ებრაელთა სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს სახელით გახდება ცნობილი“.

  • თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოზე შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ნოემბერი
    • [სურათი 27 გვერდზე]

      დავით ბენ-გურიონი, 1948 წლის 14 მაისი

      [საავტორო უფლება]

      Israel Government Press Office, Photographer: Kluger Zoltan

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება